ჩვენი ფოტოს ინსაითების ფუნქცია Tinder-ზე შენზე მორგებული გამოცდილების შექმნაში გვეხმარება.
როგორ მუშაობს ფოტოს ინსაითები
ჩვენ ვაანალიზებთ შენი პროფილის ფოტოებს—როგორც შენ მიერ უკვე ატვირთულს, ისე ნებისმიერს, რომელსაც მომავალში დაამატებ—და რელევანტურ თაგებს ვინახავთ, რათა შევქმნათ ინსაითები, რომელიც Tinder-ზე შენი გამოცდილების გაუმჯობესებაში დაგეხმარება. ეს თაგები გვეხმარება, უკეთ გავიგოთ შენი ინტერესები, ცხოვრების სტილი და პრეფერენციები, რაც საშუალებას გვაძლევს, უფრო პერსონალიზებული გამოცდილება შეგიქმნათ.
წაშალე ფოტოს ინსაითების თაგები
ეს ტექნოლოგია სრულყოფილი არაა და ყოველთვის ყველაფერს სწორად ვერ გავიგებთ. თუ შენს ფოტოებთან დაკავშირებული ზოგიერთი ან ყველა თაგის წაშლა გსურს, ამ ნაბიჯებს მიჰყევი:
- გახსენი Tinder აპი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი პარამეტრებზე
- ჩასქროლე ფოტოს მონაცემები
- დააჭირე ფოტოს მონაცემების მართვას
- აირჩიე ფოტოს მონაცემების თაგების მართვა
- მონიშნე „x“ ნებისმიერი ცალკეული თაგის გვერდით, რომლის წაშლაც გსურს, ან აირჩიე „ყველას წაშლა“, რათა ყველა თაგი წაშალო, რომელიც ამჟამად შენს ანგარიშთანაა დაკავშირებული
შენიშვნა: „ყველას წაშლის“ არჩევა, ნებისმიერი ახალი ფოტოსთვის, რომელსაც შენს ანგარიშზე ატვირთავ, ფოტოს ინსაითებს არ გააუქმებს.
როგორ უნდა თქვა უარი ფოტოს ინსაითებზე ან წაშალო შენი მონაცემები
ეს ფუნქცია არჩევითია და ნებისმიერ დროს შეგიძლია, მასზე უარი თქვა. ამ ფუნქციაზე უარის თქმა შენი პროფილის ფოტოებთან დაკავშირებულ ყველა თაგს ავტომატურად წაშლის. ამისათვის ამ ნაბიჯებს მიჰყევი:
- გახსენი Tinder აპი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი პარამეტრებზე
- ჩასქროლე ფოტოს მონაცემები
- დააჭირე ფოტოს მონაცემების მართვას
- გამორთე "ფოტო მონაცემების გამოყენების" გვერდით არსებული გადამრთველი
როგორ იყენებს ფოტოს ინსაითები შენს მონაცემებს
თაგები, რომელსაც შენი პროფილის ფოტოებიდან ვქმნით, გამოიყენება ინფორმაციის დასაგენერირებლად, რომელიც გვეხმარება, შენ შესახებ მეტი გავიგოთ. ეს ინსაითები, თავის მხრივ, გამოიყენება იმის ასახსნელად, თუ რატომ შეიძლება იყოს გარკვეული რეკომენდაციები შენთვის უფრო აქტუალური. გენერირებულ თაგებს მთლიანად შენ აკონტროლებ. როცა შენთვის შეუსაბამო თაგებს შლი, ეს ამ რეკომენდაციების შემდგომ გაუმჯობესებაში გეხმარება, რაც Tinder-ზე კიდევ უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას ქმნის.
ფოტოს ინსაითების შენს პროფილთან ასოცირებული თაგები აქტიური იქნება, სანამ მათ არ წაშლი და სანამ შენი ანგარიში ღიაა. თუ შენი პროფილიდან თაგებს ამოშლი ან ანგარიშს წაშლი, აქამდე ასოცირებული თაგები წაიშლება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით.
ეწვიე ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და გაიგე მეტი ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ, რომელიც ასევე მოიცავსშენი უფლებების განყოფილებას. ასევე შეგიძლია ეწვიო ჩვენს დახმარების ცენტრს, რათა გაიგო, როგორ მოითხოვო შენი მონაცემების ასლი.
მეტი დახმარება
თუ ფოტოს ინსაითებთან დაკავშირებით მეტი დახმარება გჭირდება, გთხოვთ, მეტი დეტალი მოგვწერო და მოხარული ვიქნებით, დაგეხმაროთ.