გსურს, თავი აარიდო ვინმეს Tinder-ზე? ამის გაკეთება კონტაქტების დაბლოკვით შეგიძლია. გაუზიარე შენი მოწყობილობის კონტაქტების სია Tinder-ს, შეარჩიე კონტაქტი, რომლის დაბლოკვაც გსურს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთმანეთი არ ნახოთ.
ამ სტატიაში თავმოყრილია შემდეგი ინფორმაცია:
კონტაქტების განბლოკვა & გათიშვა
როგორ ამუშავებს Tinder-ი შენს კონტაქტების სიას
მნიშვნელოვანი შენიშვნები ამ ფუნქციის შესახებ:
- დაბლოკილი კონტაქტები შეტყობინებას არ მიიღებენ, რომ ისინი დაბლოკე
- ვინმეს დაბლოკვა იმას არ ნიშნავს, რომ Tinder ანგარიში აქვს
- კონტაქტების დაბლოკვა შენს არსებულ მეჩებსა და მესიჯებზე არ იმოქმედებს
- თუ ვინმეს დასაბლოკად გამოყენებული საკონტაქტო ინფორმაცია მის მიერ რეგისტრაციისთვის გამოიყენებულ ინფორმაციას არ ემთხვევა, ვერ შევძლებთ, რომ ერთმანეთი არ ნახოთ
- შეგიძლია, კონტაქტების გაზიარება, შენს Tinder-ის პარამეტრებში, კონტაქტების დაბლოკვის ფუნქციით შეწყვიტო
- თუ შენს კონტაქტებზე წვდომის მინიჭება არ გსურს, კონტაქტის ხელით შეყვანის ვარიანტს გთავაზობთ
კონტაქტის დაბლოკვა
როგორ გავუზიარო ჩემი კონტაქტები Tinder-ს, რომ ვინმე დავბლოკო?
მარტივია! გაუზიარე კონტაქტების სია Tinder-ს შენი მოწყობილობიდან და შეარჩიე კონტაქტები, რომელთა დაბლოკვაც გსურს:
- გახსენი Tinder-ი და დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი "პარამეტრებზე"
- ჩასქროლე და "კონტაქტების დაბლოკვა" აირჩიე
- მიეცი Tinder-ს შენს კონტაქტებზე წვდომის ნებართვა
- „კონტაქტების“ ჩანართში აირჩიე ადამიანები შენი კონტაქტების სიიდან, რომელთა თავიდან არიდებაც გსურს
- დააჭირე "კონტაქტების დაბლოკვას"
ყოველთვის, როცა ფუნქციას გამოიყენებ, შენი კონტაქტების სიას შენი მოწყობილობიდან ამოვიღებთ, რათა აირჩიო, ვისი დაბლოკვა გსურს. როცა ფუნქციიდან გამოხვალ, მხოლოდ შენ მიერ დაბლოკილი ადამიანების კონტაქტებს შევინახავთ (სახელს, ელ-ფოსტას ან/და მობილურის ნომერს).
შეიძლება კონტაქტი ხელით დავამატო?
დიახ. თუ გირჩევნია, შენი კონტაქტები Tinder-ს არ გაუზიარო, ან თუ გსურს, ისეთი ადამიანი დაბლოკო, ვინც კონტაქტებში არ გყავს, შეგიძლია, ხელით დაამატო საკონტაქტო ინფორმაცია. აი, როგორ:
- მიჰყევი ზემოთ მოცემულ 1 - 3 ნაბიჯს
- შემდეგ, დააჭირე + ხატულას ეკრანის ზედა ნაწილში
- შეიყვანე ამ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია და აირჩიე „შესრულებულია“
კონტაქტების განბლოკვა & გათიშვა
როგორ განვბლოკო ვინმე?
კონტაქტების დაბლოკვის ფუნქციაში, კონტაქტის განბლოკვისთვის, ამ ნაბიჯებს მიჰყევი:
- გახსენი Tinder-ი და დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი "პარამეტრებზე"
- ჩასქროლე და "კონტაქტების დაბლოკვა" აირჩიე
- გადადი "დაბლოკილების" ჩანართზე
- აირჩიე "განბლოკვა" თითოეული დაბლოკილი კონტაქტის გვერდით, რომლის განბლოკვაც გსურს, ან დააჭირე მენიუს ხატულას ზედა მარჯვენა კუთხეში და აირჩიე "ყველას განბლოკვა"
როგორ შევწყვიტო ჩემი მოწყობილობის კონტაქტების სიის Tinder-თან გაზიარება?
თუ გსურს, ამ ფუნქციასა და შენი მოწყობილობის კონტაქტების სიას შორის გაზიარება გამორთო, ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას მიჰყევი:
- მიჰყევი ზემოთ მოცემულ 1 - 3 ნაბიჯს
- დააჭირე მენიუს ხატულას ზედა მარჯვენა კუთხეში
- აირჩიე "კონტაქტების სიის გათიშვა"
კონტაქტების სიის გათიშვა დაბლოკილი კონტაქტების ამჟამინდელ სიას არ შეცვლის. შენი კონფიდენციალურობისთვის, ეს კონტაქტები დაბლოკილი იქნება, სანამ არ გვეტყვი, რომ განვბლოკოთ.
როგორ ამუშავებს Tinder-ი ჩემს კონტაქტების სიას?
თუ ფუნქციას დაეთანხმები, შენი კონტაქტების სიას იმისთვის გამოვიყენებთ, რომ სწრაფად და მარტივად აირჩიო ისინი, ვისი ნახვაც Tinder-ზე არ გინდა. ყოველთვის, როცა კონტაქტების დაბლოკვის ფუნქციას ეწვევი, შენს კონტაქტების სიას შენი მოწყობილობიდან ამოვიღებთ, რათა აირჩიო, ვისი დაბლოკვაც გსურს. როცა ფუნქციიდან გამოხვალ, მხოლოდ შენ მიერ დაბლოკილი ადამიანების კონტაქტებს შევინახავთ (სახელს, ელ-ფოსტას ან/და მობილურის ნომერს). ამ ინფორმაციას იმაში გამოვიყენებთ, რომ შენი დაბლოკილი კონტაქტები თავიდან აგარიდოთ (თუ ვივარაუდებთ, რომ მათ ანგარიში იმავე საკონტაქტო ინფორმაციით შექმნეს, რომელიც შენ ატვირთე).
გვესმის, რომ შენი პირადი ინფორმაცია და კონფიდენციალურობა შენთვის მნიშვნელოვანია და გვინდა, იცოდე, რომ ეს ჩვენთვისაც ასეა. გთხოვთ, მიმართო ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის.