განათავსე მოთხოვნა
ჰაი, მოხარული ვართ, რომ მოხვედი და მზად ვართ, დაგეხმაროთ!
გაინტერესებს, როგორ მუშაობს Tinder-ი? გაეცანი ჩვენს ხდკ-ს. ის სავსეა ჩვენი პროდუქტის, პოლიტიკის, საზოგადოების შესახებ ინფორმაციით და პრობლემების მოგვარების რჩევებით.
ვწუხვართ, რომ Tinder-თან დაკავშირებული პრობლემები გაქვს!
ძალიან დაგვეხმარები, თუ შენი პრობლემის ქვემოთ აღწერას დროს დაუთმობ, მაგრამ სანამ ამას გააკეთებ, გთხოვთ, აპის წაშლა და თავიდან გადმოწერა სცადო. ეს ბევრ ტექნიკურ პრობლემას გადაჭრის და უზრუნველყოფს, რომ Tinder-ის უახლესი (და საუკეთესო) ვერსია გქონდეს.
თუ პრობლემა ისევ გექნება, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ფორმის გამოყენებით, მის შესახებ, რაც შეიძლება, მეტი დეტალი გაგვიზიარო და, თუ ეს შესაძლებელია, პრობლემის სქრინშოთები მოაყოლო.
Tinder-ი ანგარიშებს ბლოკავს ჩვენი გამოყენების პირობების ან გაიდლაინების დარღვევის საპასუხოდ.
თუ ფიქრობ, რომ შენი ანგარიში შეცდომით დაიბლოკა, შეგიძლია, ეს გასაჩივრების ცენტრის მეშვეობით გაასაჩივრო. აპელაციის გაგზავნის ინსტრუქციებისთვის, გთხოვთ, ჩვენს დახმარების ცენტრს ეწვიო.
თუ დახმარება შენი ანგარიშის აკრძალვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გჭირდება, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსო.
თუ შენი ანგარიში დაიბლოკა, გაფრთხილება მიიღე ან/და შენი პროფილიდან კონტენტი წაიშალა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გამოყენების პირობები ან გაიდლაინები დაარღვიე.
თუ ფიქრობ, რომ ეს შეცდომით გავაკეთე, შეგიძლია, გაასაჩივრო. გასაჩივრებისთვის, გთხოვთ, ეწვიო გასაჩივრების ცენტრს სისტემაში შესვლის იმავე დეტალების გამოყენებით, რომელსაც Tinder-ზე შესასვლელად იყენებ. თუ გსურს, Tinder-ზე გასაჩივრების პროცესის შესახებ მეტი გაიგო, გთხოვთ, ეწვიო ჩვენს დახმარების ცენტრს.
თუ ჯერ არ გიყენია, დარწმუნდი, რომ Tinder-ის უახლეს ვერსიას იყენებ, რომელიც App Store-ში ან Google Play Store-შია ხელმისაწვდომი.
თუ ვერ შედიხარ, რადგან მობილურის ნომერი შეცვალე ან Facebook ანგარიშზე წვდომა დაკარგე, შეგვიძლია აღდგენაში შენი ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით დაგეხმაროთ. გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს მიჰყვე:
- შედი Tinder.com-ზე
- დააჭირე შესვლას
- აირჩიე ოფცია, რომელიც გეკითხება "შესვლას ვერ ახერხებ?"
- აირჩიე ელ-ფოსტით შესვლა
- შეიყვანე ელ-ფოსტის მისამართი, რომელიც შენს Tinder ანგარიშთანაა დაკავშირებული
თუ შენს ანგარიშზე ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შედიხარ, ქვემოთ შეგვატყობინე.
თუ სისტემაში ვერ შედიხარ, რადგან მობილურის ნომერი შეცვალე ან შენს Facebook ანგარიშზე წვდომა დაკარგე, შეგვიძლია, ანგარიშის აღდგენაში შენი ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით დაგეხმაროთ. გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს მიჰყვე:
- შედი Tinder.com-ზე
- დააჭირე შესვლას
- აირჩიე ოფცია, რომელიც გეკითხება, შესვლას ვერ ახერხებ?
- აირჩიე შესვლა ელ-ფოსტით
- შეიყვანე ელ-ფოსტის მისამართი, რომელიც შენს Tinder ანგარიშთანაა დაკავშირებული
თუ ელ-ფოსტის ან SMS დადასტურებასთან დაკავშირებით ტექნიკური პრობლემა გაქვს, გთხოვთ, ქვემოთ მოგვმართო.
ვწუხვართ, რომ მიდიხარ! შენი ანგარიშის წასაშლელად მასზე წვდომა უნდა გქონდეს. შეგიძლია, შენი ანგარიში iOS-ის ან Android-ის Tinder აპში, Tinder.com-ზე ან Tinder-ის ანგარიშის მართვის პორტალში შესვლით წაშალო.
თუ Tinder-ზე შესული ხარ, შენი ანგარიშის წაშლა მარტივია: ზედა მარცხენა კუთხეში აირჩიე პროფილის ხატულა > პარამეტრები > ქვემოთ ჩასქროლე და აირჩიე ანგარიშის წაშლა > დადასტურება.
თუ შენს ანგარიშზე წვდომა არ გაქვს, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსო.
ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, შენს Tinder ანგარიშთან დაკავშირებული ელ-ფოსტის მისამართიდან დაგვიკავშირდე. შენიშვნა: ამ ელ-ფოსტის მისამართის გარეშე ჩვენთან დაკავშირებამ შეიძლება შენი მოთხოვნის დამუშავება გაართულოს.
თუ ვერ სისტემაში შედიხართ, რადგან მობილურის ნომერი შეცვალე, შეგვიძლია ანგარიშის აღდგენაში შენი ელ-ფოსტის მისამართის გამოყენებით დაგეხმაროთ.
- შედი Tinder.com-ზე
- დააჭირე შესვლას
- აირჩიეთ ოფცია, რომელიც გეკითხება, შესვლას ვერ ახერხებ?
- აირჩიე შესვლა ელ-ფოსტით
- შეიყვანე შენს Tinder ანგარიშთან დაკავშირებული ელ-ფოსტის მისამართი
თუ შენს ანგარიშზე წვდომა არ გაქვს და გსურს, მის წაშლაში დაგეხმაროთ, ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსე. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, შენს Tinder ანგარიშთან ასოცირებული ელ-ფოსტის მისამართიდან დაგვიკავშირდე. შენიშვნა: შესაძლოა, ამ ელ-ფოსტის მისამართის გარეშე ჩვენთან დაკავშირებამ შენი მოთხოვნის დამუშავება გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს.
თუ Tinder-ზე რეგისტრაციისას ტექნიკური პრობლემა გაქვს, გთხოვთ, ქვემოთ მოგვმართო.
ჰაი! თუ შენი Apple ID-ის გამოყენებით შეიძინე, გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ თანხის დაბრუნებას Apple მართავს და არა Tinder-ი.
Apple-ისგან თანხის დაბრუნების მოთხოვნით, გთხოვთ, ეწვიო Apple მხარდაჭერის გუნდს ან მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:
- გახსენი iTunes შენს კომპიუტერში
- დააწკაპუნე შენს Apple ID-ზე
- აირჩიე შეძენის ისტორია
- იპოვე ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურს და აირჩიე პრობლემის შესახებ შეტყობინება
თუ Android მოწყობილობით შეიძინე, თანხის დაბრუნების შესახებ შენს მოთხოვნას სიამოვნებით განვიხილავთ, მაგრამ გთხოვთ, ქვემოთ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდო.
გთხოვთ, აღწერაში თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიზეზი მიუთითო.
შენიშვნა: თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში დადასტურდება, თუ მას ტრანზაქციის თარიღიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვ.
თუ Tinder.com-ზე შეიძინე, სიამოვნებით განვიხილავთ შენს მოთხოვნას თანხის დაბრუნების შესახებ, მაგრამ გთხოვთ, ქვემოთ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდო და აღწერაში თანხის დაბრუნების მოთხოვნის მიზეზი მიუთითო.
შენიშვნა: თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში დადასტურდება, თუ მას ტრანზაქციის თარიღიდან 14 დღის განმავლობაში მოითხოვ.
თუ Tinder გამოწერა შენი Apple ID-ის გამოყენებით შეიძინე, ის პირდაპირ შენი iOS მოწყობილობაზე უნდა გააუქმო. მიყევი ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს:
- შედი შენს iOS პარამეტრებში
- იპოვე და აირჩიე iTunes & App Store
- აირჩიე Apple ID (შენი Apple ID ელ-ფოსტა
- დააჭირე Apple ID-ის ნახვას
- საჭიროების შემთხვევაში, შედი სისტემაში
- ჩასქროლე გამოწერებზე, შემდეგ დააჭირე მას
- აირჩიე Tinder და დააჭირე გამოწერის გაუქმებას
ამ ეკრანზე შენი გამოწერის დასრულების თარიღი უნდა ნახო. დამატებითი ინფორმაციისთვის Apple-ის მხარდაჭერის ამ სტატიას გაეცანი.
შენიშვნა: შენი გამოწერის გაუქმების შემდეგ, მის გამოყენებას იმ დარჩენილი დღეების განმავლობაში შეძლებ, რომელთა ღირებულებაც უკვე გადახდილი გაქვს. გამოწერის გაუქმება რეტროაქტიულად არ დააბრუნებს მის საფასურს და ადრე ჩამოჭრილი გამოწერის თანხა გაუქმების თარიღზე დაყრდნობით პროპორციულად არ გამოითვლება. აპის ან/და შენი ანგარიშის წაშლა შენს გამოწერას არ გააუქმებს.
თუ Tinder Plus ან Tinder Gold შენი Android მოწყობილობის გამოყენებით გამოიწერე, გაუქმების ნაბიჯები გადახდის მეთოდის მიხედვით განსხვავდება.
თუ გამოიწერე შენი Google Play Store ანგარიშის გამოყენებით:
- გახსენი Google Play Store აპი
- მარცხენა მენიუს გამოყენებით აირჩიე ანგარიში
- გადადი ხელმოწერებზე და აირჩიე Tinder-ი
- დააჭირე შეწყვეტას ან გამოწერის გაუქმებას
- დაადასტურე
თუ გამოიწერე Android-ზე საკრედიტო ბარათით გადახდის ვარიანტით:
- გახსენი Tinder აპი Android-ისთვის
- დააჭირე პროფილის ხატულას მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში
- აირჩიე გადახდის ანგარიშის მართვა
- დააჭირე გამოწერის გაუქმებას
შენიშვნა: შენი გამოწერის გაუქმების შემდეგ, Tinder Plus-ის ან Tinder Gold-ის გამოყენებას შეძლებ იმ დარჩენილი დღეების განმავლობაში, რომლის თანხაც უკვე გადახდილი გაქვს. გამოწერის გაუქმება რეტროაქტიულად არ დააბრუნებს გამოწერის საფასურს და ადრე ჩამოჭრილი გამოწერის თანხა გაუქმების თარიღზე დაყრდნობით პროპორციულად არ გამოითვლება. აპის ან/და შენი ანგარიშის წაშლა შენს გამოწერას არ გააუქმებს.
გაუქმებასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვს? ქვემოთ შეგვატყობინე.
თუ Tinder Plus ან Tinder Gold on <a href="https://tinder.com/”>Tinder.com-ზე გამოიწერე, გამოწერის გაუქმება ქვემოთ მოცემული ნაბიჯებით შეგიძლია:
- შედი Tinder.com-ზე
- მთავარი ეკრანის ზემოთ, პროფილის ხატულას დააჭირე
- გადადი ანგარიშის მართვაზე
- ან ავტომატური განახლება გამორთე ან გაუქმების ოფცია აირჩიე
შენიშვნა: გამოწერის გაუქმების შემდეგ, Tinder Plus-ის ან Tinder Gold-ის გამოყენებას იმ დარჩენილი დღეების განმავლობაში შეძლებ, რომელთა თანხაც უკვე გადახდილი გაქვს. გამოწერის გაუქმება რეტროაქტიულად არ დააბრუნებს მასში გადახდილ თანხას და გამოწერის ადრე ჩამოჭრილი საფასური გაუქმების თარიღზე დაყრდნობით პროპორციულად არ გამოითვლება. აპის ან/და შენი ანგარიშის წაშლა შენს გამოწერას არ გააუქმებს.
გაუქმებასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვს? გთხოვთ, ამის შესახებ ქვემოთ შეგვატყობინო.
ვწუხვართ, რომ შენაძენთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს!
თუ ჯერ ეს არ გაგიკეთებია, გთხოვთ, შენი შენაძენის აღდგენა სცადო - ეს მუშაობს ხოლმე:
- გახსენი Tinder
- დააჭირე პროფილის ხატულას მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში
- შედი პარამეტრებში
- ჩასქროლე ქვემოთ და აირჩიე შენაძენის აღდგენა
ისევ გაქვს პრობლემა? გთხოვთ, ქვემოთ შეგვატყობინო.
თუ აქტიური Tinder გამოწერა გაქვს, რომელსაც აპი არ ცნობს, დარწმუნდი, რომ Tinder-ის უახლეს ვერსიას იყენებ და შენი შენაძენის აღსადგენად ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს მიჰყევი:
- გახსენი Tinder-ი
- დააჭირე პროფილის ხატულას მთავარი ეკრანის ზედა ნაწილში
- შედი პარამეტრებში
- ქვემოთ ჩასქროლე და შენაძენის აღდგენა აირჩიე
შენიშვნა: შენაძენის საფასური შენი ბარათიდან აღარ ჩამოიჭრება. ეს მხოლოდ Tinder-ის არსებულ, აქტიურ გამოწერას აღადგენს
თუ შენაძენის აღდგენისას პრობლემები შეგექმნა, ქვემოთ შეგვატყობინე და გთხოვთ, ხარვეზის შეტყობინების აღწერა ან სქრინშოთი მიუთითო.
ვწუხვართ, რომ შენს შენაძენთან დაკავშირებული პრობლემა გაქვს! თუ ჯერ არ გიყენია, დარწმუნდი, რომ Tinder-ის უახლეს ვერსიას იყენებ, რომელიც App Store-ში ან Google Play Store-შია ხელმისაწვდომი და თავიდან სცადე.
თუ პრობლემა ისევ გექნება, გთხოვთ, ქვემოთ შეგვატყობინო.
ვწუხვართ, რომ ეს შეგემთხვა!
თუ ვინმემ შენი საკრედიტო ბარათი თაღლითურად გამოიყენა Tinder-ზე რამის შესაძენად, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსო, რათა შენ დასახმარებლად საჭირო ზომები დაუყოვნებლივ მივიღოთ.
თუ Tinder-ი გამოიწერე, ან გამოწერა შემთხვევით შეიძინე და გსურს ამ გამოწერასთან დაკავშირებული განმეორებადი გადახდები შეაჩერო, შეგიძლია, ის ნებისმიერ დროს გააუქმო, აქ მოცემული ნაბიჯებით. თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის, დაბრუნდი ამ ფორმის დასაწყისში, აირჩიე „დახმარება ბილინგსა და გადახდასთან დაკავშირებით“ > „მინდა მოვითხოვო თანხის დაბრუნება“.
აპში ვინმეს დასარეპორტებლად: შედი მომხმარებლის პროფილზე > ჩასქროლე > აირჩიე დარეპორტების ოფცია
ვინმეს ელ-ფოსტით დარეპორტებისთვის: გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსო. თუ ეს შესაძლებელია, აღწერაში შემდეგი ინფორმაცია მიუთითე:
- ინციდენტის დეტალები, რომელსაც არეპორტებ
- ამ პროფილის მდებარეობა (ქალაქი, შტატი, ქვეყანა და ა.შ.)
- პროფილზე ნაჩვენები ზუსტი სახელი, ასაკი და ბიოგრაფია
თუ მომხმარებლის პროფილის სქრინშოთები გაქვს, რომელიც ფოტოებს და სხვა რელევანტურ ინფორმაციას შეიცავს, გთხოვთ, ისინი ქვემოთ დაურთო. რაც უფრო მეტი დეტალის მოწოდებას მოახერხებ, მით უფრო სწრაფად შევძლებთ მომხმარებლის იდენტიფიცირებას და გამოძიებას.
შენიშვნა: დარეპორტებით, უფლებას გვაძლევ, განვიხილოთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის გაცვლილი მესიჯები, პროფილის ინფორმაცია და ა.შ. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ შესაბამისი ზომების მისაღებად საჭირო ინფორმაციას. შენი ანგარიში და ვინაობა კონფიდენციალური დარჩება.
შენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ შენ ან შენს ნაცნობს ფიზიკური საფრთხე ემუქრება, გთხოვთ, დაუყოვნებლივი დახმარებისთვის ადგილობრივ სამართალდამცავებს დაუკავშირდე.
შენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუ შენ ან შენს ნაცნობს ფიზიკური საფრთხე ემუქრება, გთხოვთ, დაუყოვნებლივი დახმარებისთვის ადგილობრივ სამართალდამცავებს დაუკავშირდე.
ჩემი ნაცნობის იდენტობას იპარავენ:
ჩვენთან ელ-ფოსტით დარეპორტება მხოლოდ იმ პირს შეუძლია, ვის იდენტობასაც იპარავენ, მაგრამ შენ შეგიძლია:
თუ იმ პიროვნების უფლებამოსილი წარმომადგენელი ხარ (მაგ. მშობელი, ადვოკატი და ა.შ.), რომლის იდენტობასაც იპარავენ, გთხოვთ, პროფილი ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით დაარეპორტო.
ვიღაც ჩემს იდენტობას იპარავს:
თუ ვინმემ Tinder პროფილი შენი სახელით შექმნა, გთხოვთ ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსო.
აღწერაში შემდეგი ინფორმაცია შეიტანე:
მსგავს შემთხვევებში, სქრინშოთები ძალიან სასარგებლოა. იდეალურ შემთხვევაში, გთხოვთ, დაურთო პროფილის სქრინშოთი სახელით/ასაკით/ბიოგრაფიით. რაც უფრო მეტი დეტალის მოწოდებას შეძლებ, მით უფრო სწრაფად შევძლებთ ამ პროფილის ამოცნობას და გამოძიებას.
შენიშვნა: დარეპორტებით, უფლებას გვაძლევ, განვიხილოთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის გაცვლილი მესიჯები, პროფილის ინფორმაცია და ა.შ. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ შესაბამისი ზომების მისაღებად საჭირო ინფორმაციას. შენი ანგარიში და ვინაობა კონფიდენციალური დარჩება.
No problem! Our team would be happy to investigate and help out.
თუ ფიქრობ, რომ ვინმეს მყისიერი ან ფიზიკური საფრთხე ემუქრება, დახმარებისთვის ადგილობრივ სამართალდამცავებს მიმართე.
თუ შენ ან შენს ნაცნობს მძიმე მენტალური მდგომარეობა ან სუიციდური მიდრეკილებები გაქვთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ, მოგისმინონ, მხარდაჭერა შემოგთავაზონ და სიტუაციის გამოსწორებისკენ გაგიძღვნენ.
- საქართველოში: დარეკე გადაუდებელი დახმარების ნომერზე 112, 24-საათიან, უფასო, კონფიდენციალური მომსახურების ცხელ ხაზზე.
- დანარჩენ სამყაროში: გთხოვთ, ეწვიო თვითმკვლელობის პრევენციის საერთაშორისო ასოციაციის ვებსაიტს, რათა იპოვო რესურსები და კრიზისული ცენტრები მთელ მსოფლიოში.
თუ გსურს, უშუალოდ უსაფრთხოების პრობლემის შესახებ გვაცნობო, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული ფორმა შეავსო.
შენიშვნა: დარეპორტებით, უფლებას გვაძლევ, განვიხილოთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის, გაცვლილი მესიჯები, პროფილის ინფორმაცია და ა.შ. ჩვენ მხოლოდ შესაბამისი ზომების მისაღებად საჭირო ინფორმაციას განვიხილავთ. შენი ანგარიში და ვინაობა კონფიდენციალური დარჩება.
თუ Tinder-ზე მობილურის ნომრით შედიხარ: უსაფრთხოების მიზეზების გამო, შესვლისას საჭიროა SMS დასტური. სხვა მომხმარებელი შენს ანგარიშზე შესვლას ვერ შეძლებს, თუ შენს მობილურზე, მობილურის ნომერზე ან/და SMS ვერიფიკაციის ერთ-ერთ კოდზე არ ექნება წვდომა, რომელიც შენს ნომერზე გამოიგზავნა. თუ ვინმემ შენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომის მოპოვება მოახერხა, გირჩევთ, წვდომა ანგარიშის აღდგენის გამოყენებით მოიპოვო:
- შედი Tinder.com-ზე
- აირჩიე შესვლა
- აირჩიეთ ოფცია, რომელიც გეკითხება "შესვლას ვერ ახერხებ?"
- აირჩიე შესვლა ელ-ფოსტით
- შეიყვანე შენს Tinder ანგარიშთან დაკავშირებული ელ-ფოსტის მისამართი
კიდევ გჭირდება დახმარება? შეგვატყობინე ქვემოთ.
შენიშვნა: დარეპორტებით, უფლებას გვაძლევ, განვიხილოთ ყველა რელევანტური ინფორმაცია, მათ შორის, გაცვლილი მესიჯები, პროფილის ინფორმაცია და ა.შ. ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ შესაბამისი ზომების მისაღებად საჭირო ინფორმაციას. შენი ანგარიში და ვინაობა კონფიდენციალური დარჩება.
შენი პერსონალური მონაცემების ასლის მოთხოვნისთვის ეწვიე Tinder ანგარიშის მართვის ხელსაწყოს, უსაფრთხოდ შედი შენს ანგარიშზე, დააწკაპუნე ღილაკზე "ჩემი მონაცემების ჩამოტვირთვა" და შეიყვანე შენი ელ-ფოსტის მისამართი.
რამდენიმე დღეში შენი მონაცემების ჩამოტვირთვისთვის ელ-ფოსტით ბმულს მიიღებ. შენი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად, ამ ბმულს ელ-ფოსტის გაგზავნიდან 24 საათში ვადა გაუვა.
ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელსაც "ჩემი ანგარიშის მართვის" ხელსაწყოს საშუალებით მიიღებ, შენთვის აპში ისედაც ხელმისაწვდომია—მაგალითად, შენი ელ-ფოსტის მისამართი, მობილურის ნომერი, პროფილის ფოტო(ებ)ი, მესიჯები და პრეფერენციები—და შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებდი Tinder-ს. ზოგადად, ეს ინფორმაცია შენ მიერ მოწოდებულ კონტენტსა და ფოტოებს შეიცავს, იქნება ეს პირდაპირ თუ შენი სოციალური მედიის ანგარიშების საშუალებით ატვირთული, ასევე მესიჯებსა და სხვა მონაცემებს, რომელსაც შეიძლება Tinder-ის მსგავსი სერვისისგან მოელოდე.
თუ შენი Tinder-ის ანგარიში წაშალე, "ჩემი ანგარიშის მართვის" ხელსაწყოზე წვდომას ვერ შეძლებ, რადგან ანგარიში აღარ გაქვს. ამის ნაცვლად, შეგიძლია მოთხოვნა ჩვენი საკონტაქტო ფორმის ჩამოსაშლელ მენიუში ვარიანტის „კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ჩემი მონაცემების შესახებ" არჩევით გააგზავნო. როცა შენს ანგარიშს შლი, შენი მონაცემები განკარგულია ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილო ჩვენი როგორ მოვითხოვო ჩემი პერსონალური მონაცემების ასლი? ხდკ.
თუ დახმარება გჭირდება ან მიღებულ მონაცემებთან დაკავშირებით კითხვები გაქვს, შეგიძლია, მოთხოვნა საკონტაქტო ფორმის „კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ჩემი მონაცემების შესახებ“ არჩევით დააფიქსირო ან ჩვენი მხარდაჭერის გუნდისგან მიღებულ ელ-ფოსტას უპასუხო. ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა დაუკავშირდე Tinder-ის მონაცემთა დაცვის ოფისს, გთხოვთ, იხილო ხდკ.
შესაძლოა, შენს ზოგიერთ კითხვაზე უკვე გვქონდეს პასუხი ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან ხდკ-ში.
თუ იმას ვერ პოულობ, რასაც ეძებ, გთხოვთ, ქვემოთ დაგვიკავშირდე.
This form is intended for individuals located in the United States who are reporting Non-Consensual Intimate Images (NCII) or deepfakes under the U.S. TAKE IT DOWN Act (Public Law 119-12). If you are located in the United States and are reporting NCII or deepfakes on our platform, please use this form to provide as much information as possible.
Note: If you are not located in the United States, or if you wish to report content other than NCII or deepfakes, please use our in-product reporting tools or this contact form.
To help us locate and remove the content you are reporting as quickly as possible, please complete all required fields and provide as much detail as possible regarding the reported content. If possible, include screenshots, profile information, or links associated with the content. If you are submitting a report on behalf of another individual, please indicate your relationship to that individual or your authorization to act on their behalf.
We will contact you if more information is needed to process your report.
Have a thought? We'd love to hear it!
While we do review and track these reports, please note that we may not reply to every one of you individually. However, you can trust that your feedback is heard, escalated whenever necessary, and helps us improve the Tinder experience for everyone!
Note: By reporting, you authorize us to review all relevant information, including exchanged messages, profile information, etc. We will only review sufficient information to take appropriate action. Your report and identity will remain confidential.
თუ შენი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევარი Tinder-ზე ავტორიზაციის გარეშე გამოქვეყნდა, შეგიძლია საავტორო უფლებების დარღვევის გამო წაშლა ამ ფორმის გამოყენებით მოითხოვო.
მხოლოდ საავტორო უფლებების მფლობელს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მაგ. ადვოკატს) შეუძლია საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევის დარეპორტება. თუ საავტორო უფლებების მფლობელი ან უფლებამოსილი წარმომადგენელი არ ხარ, შენი რეპორტის დამუშავებას ვერ შევძლებთ. ამ ფორმის ბოროტად გამოყენებამ, მაგალითად, წაშლის მოთხოვნის გაგზავნამ იმ კონტენტზე, რომელსაც არ ფლობ, შეიძლება შენი Tinder ანგარიშის დაბლოკვა გამოიწვიოს.
შენიშვნა იმიტაციის შესახებ: თუ ვინმემ Tinder-ის ანგარიში შენი სახელით შექმნა, გთხოვთ, ზემოთ არსებული ჩამოსაშლელი მენიუ გამოიყენო, რომ ეს „ვიღაც ჩემს იდენტობას იპარავს“ ველში დაარეპორტო. შეიძლება იდენტობის მოპარვის დასარეპორტებლად საავტორო უფლებების ჩამორთმევის ფორმის გამოყენებამ მხარდაჭერის დაგვიანებით მიღება გამოიწვიოს.
This form is intended for individuals located in the European Economic Area (EEA), and/or authorized Trusted Flaggers under Article 22 of the Digital Services Act (DSA). If you belong to either of these categories, you can use this form to report content on Tinder that you believe is illegal in the EEA.
Note: If you're not located in the EEA, not an authorized Trusted Flagger, or you wish to report content for reasons other than its legality, please use our in-product reporting tools or this contact form.
To ensure a thorough and efficient review of your report, please complete all required fields. Provide detailed descriptions of the content and explain why you consider it to be unlawful. If possible, attach a screenshot of the profile associated with the content. If you’re a Trusted Flagger, please use your organizational email address to complete the form.
We understand that situations like this can be distressing. If you need immediate support, the Brazilian government provides a free, confidential helpline for women:
Central de Atendimento à Mulher — Ligue 180
Available 24 hours a day, 7 days a week, free of charge. Dial 180 provides support, guidance, and referrals for women experiencing violence or in situations of risk.
You can also visit STOPNCII.org for information and support related to non-consensual intimate image abuse. These resources are optional and are available if they may be helpful to you.