გვესმის, რომ შესაძლოა გეგმები შეიცვალოს. მიუხედავად იმისა, რომ აპსშიდა შენაძენების უმეტესობა თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც. თუკი ბოლო 14 დღის განმავლობაში გაფორმებულ შენაძენთან დაკავშირებით დახმარება გჭირდებათ, აუცილებლად მოგვმართეთ. იმის გათვალისწინებით, თუ სად გააფორმეთ შენაძენი, შესაბამისი ინფორმაციის ნახვას შეძლებთ ქვემოთ.
TNDR-თან ან COSU-სთან დაკავშირებული თანხის დაბრუნების მოთხოვნები
თუკი შენაძენი ან გამოწერა გაფორმდა საკრედიტო/სადებეტო ბარათის, Paypal-ის ან Google CC-ის მეშვეობით, შეგვიძლია დაგეხმაროთ თანხის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით. თქვენი მოთხოვნის დაჩქარებული წესით განსახილველად გაითვალისწინეთ შემდეგი:
- დაგვიკავშირდით იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართით, რომელიც შენაძენის გაფორმებისას გამოიყენეთ.
- მოთხოვნაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი (რომელიც იწყება TNDR-ით ან COSU-თი, იმის მიხედვით, გამოწერა გააფორმეთ თუ ერთჯერადი შენაძენი).
Apple-ისა და Google-ის მეშვეობით თანხის დაბრუნების მოთხოვნა
თუკი შენაძენი გაფორმდა Apple-ის ან Google-ის მეშვეობით, თანხის დაბრუნების ან გადარიცხვის გაუქმების შესახებ დახმარებისთვის უშუალოდ მათ უნდა მიმართოთ. თანხის დაბრუნების მოთხოვნები განიხილება თითოეული პლატფორმის შეხედულებისამებრ და თანხის დაბრუნების მათი პოლიტიკის შესაბამისად.
აი, როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც გააფორმეთ შენაძენი:
Apple-ის App Store
თუ შენაძენი გააფორმეთ უშუალოდ Apple-ის მეშვეობით, გაითვალისწინეთ, რომ Tinder-ის გამოწერებისა და ერთჯერადი შენაძენების (ლაიქის დაბუსტვა და სუპერ ლაიქი) შემთხვევაში Apple თავად განიხილავს თანხის დაბრუნებისა თუ გამოწერის გაუქმების ნებისმიერ მოთხოვნას.
თანხის დაბრუნების მოთხოვნის გასაფორმებლად გადადით Apple-ის მახრდაჭერის გვერდზე.
Google-ის Play Store
თუ შენაძენი გააფორმეთ უშუალოდ Google-ის მეშვეობით, გაითვალისწინეთ, რომ Tinder-ის გამოწერებისა და ერთჯერადი შენაძენების (ლაიქის დაბუსტვა და სუპერ ლაიქი) შემთხვევაში Google თავად განიხილავს თანხის დაბრუნებისა თუ გამოწერის გაუქმების ნებისმიერ მოთხოვნას.
თქვენს რეგინოში თანხის დაბრუნების მოთხოვნის გასაფორმებლად დეტალურ ინსტრუქციებს იხილავთ Google-ის მხარდაჭერის გვერდზე.