მზად ხარ Tinder-ზე შენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად? გადადი Tinder Gold™-ის ან Tinder Platinum™-ის გამოწერაზე და შეაბიჯე პრემიუმფუნქციების სამყაროში. არ აქვს მნიშვნელობა, რას ეძებ: დამატებით ბუსტს, მეტ სუპერლაიქსა თუ რჩეულებზე ექსკლუზიურ წვდომას, ჩვენთან ყველაფერს იპოვი. ამ სახელმძღვანელოში გაგაცნობთ მარტივ ნაბიჯებს შენი გამოწერის უფრო მაღალ ვერსიაზე გადასვლისა და Tinder-ისგან მაქსიმალური შესაძლებლობების მისაღებად.
*გაითვალისწინე: რჩეულები შესაძლოა მიუწვდომელი იყოს ზოგიერთ ბაზარზე.
გამოწერის უფრო მაღალ ვერსიაზე გადასვლა
- გახსენი Tinder.
- დააჭირე პროფილის ხატულაზე.
- გადადი პარამეტრებში (მხოლოდ აპში).
- აირჩიე Tinder Gold™-ის მიღება ან Tinder Platinum™-ის მიღება.
შენი გამოწერა დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს და გახსნას შენს ახალ გამოწერაში შემავალი პრემიუმფუნქციები.
შენიშვნა: გამოწერის უფრო მაღალ ვერსიაზე გადასვლისას შეგიძლია შეცვალო გამოწერის ტიპი, მაგრამ არა მისი ხანგრძლივობა. შესაბამისად, თუ 6-თვიანი Tinder Plus® გამოწერა გაქვს, შეგიძლია გადახვიდე 6-თვიან Tinder Gold™ ან 6-თვიან Tinder Platinum™ გამოწერაზე.
ბილინგის დეტალები
შენი მოწყობილობის ტიპის გათვალისწინებით არსებობს ბილინგთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება:
iOS-ზე
- სრული წინასწარი გადახდა: შენი ახალი გამოწერის მთლიან ღირებულებას დაუყოვნებლივ გადაიხდი.
- გამოუყენებელი დროისთვის თანხის დაბრუნება: Apple-მა უნდა დააბრუნოს თანხა შენს ძველ გამოწერაზე დარჩენილი გამოუყენებელი დროისთვის. შენს ანგარიშზე ამის ასახვას შესაძლოა რამდენიმე სამუშაო დღე დასჭირდეს.
- ახალი განახლების თარიღი: შენი გამოწერის განახლება დაიწყება მაღალ ვერსიაზე გადასვლის თარიღიდან.
Android-ზე
Android-ზე ბილინგის დეტალები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაიხადე პირველი გამოწერისას.
თუ პირველი გამოწერაGoogle Play—ისგამოყენებით გაააქტიურე
- პროპორციული გადახდა: შენს ძველ და ახალ გამოწერებს შორის განსხვავებას გადაიხდი იმის მიხედვით, თუ რამდენი გამოუყენებელი დრო გქონდა დარჩენილი ძველ გამოწერაზე.
- განახლების იგივე თარიღი: შენი თავდაპირველი გამოწერის განახლების თარიღი არ შეიცვლება.
თუ პირველი გამოწერისას პირდაპირ საკრედიტო ბარათით გადახდა გამოიყენე
- სრული წინასწარი გადახდა: შენი ახალი გამოწერის მთლიან ღირებულებას დაუყოვნებლივ, Google Play-ის მეშვეობით გადაიხდი.
- გამოუყენებელი დროისთვის თანხის დაბრუნება: რამდენიმე დღეში დაგიბრუნდება თანხა შენს ძველ გამოწერაზე დარჩენილი გამოუყენებელი დროისთვის. თანხა დაბრუნდება გადახდისას გამოყენებული მეთოდის საშუალებით.
- ახალი განახლების თარიღი: შენი გამოწერის განახლება დაიწყება მაღალ ვერსიაზე გადასვლის თარიღიდან.
tinder.com-ზე:
- სრული წინასწარი გადახდა: შენი ახალი გამოწერის მთლიან ღირებულებას დაუყოვნებლივ გადაიხდი.
- გამოუყენებელი დროისთვის თანხის დაბრუნება: შენს ძველ გამოწერაზე დარჩენილი გამოუყენებელი დროისთვის თანხა რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში დაგიბრუნდება.
- ახალი განახლების თარიღი: შენი გამოწერის განახლება დაიწყება მაღალ ვერსიაზე გადასვლის თარიღიდან.
თუ მიუწვდომელია მაღალ ვერსიაზე გადასვლის ფუნქცია
თუ Android ტელეფონს იყენებ და ვერ ხედავ გამოწერის მაღალ ვერსიაზე გადასვლის ფუნქციას, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ ჩვენ აღარ ვიღებთ გადახდის იმ მეთოდს, რომელიც პირველადი გამოწერისას გამოიყენე. ამ შემთხვევაში შეგიძლია გააუქმო შენი გამოწერა და დაელოდო მის დასრულებას. ვადის ამოწურვის შემდეგ შეგიძლია გაააქტიურო Tinder Gold™-ის ან Tinder Platinum ™-ის ახალი გამოწერა.