მოგესალმებით Tinder-ზე!
რა არის Tinder?
Tinder 2012 წელს უნივერსიტეტის კამპუსში წარადგინეს და ახალი ადამიანების გასაცნობად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპია. Tinder არის ადგილი, რომელიც შესაძლებლობების სამყაროზეა აგებული. შესაძლებლობაზე, რომ დაამყარო კავშირები, რომლებიც შეიძლება უფრო დიდ რამეში გადაიზარდოს.
Tinder-ი მარტივი და სახალისოა — გამოიყენე მარჯვნივ დასვაიპების ფუნქცია ვინმეს დასალაიქებლად და თუ ისიც დაგალაიქებს, დაიმეჩებით! მოემზადე უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში შესასვლელად.
რა არის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი?
Tinder-ის მინიმალური ასაკობრივი მოთხოვნაა 18 წელი. თუ Tinder-ის გამოყენება შეგეზღუდა, რადგან ჩვენი ასაკობრივი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილე, რეგისტრაციას ვერ გააგრძელებ, სანამ 18 წლის არ გახდები.
შემიძლია Tinder-ი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამოვიყენო?
Tinder-ი ონლაინ დეითინგის გლობალური პლატფორმაა და ხელმისაწვდომია 190+ ქვეყანასა და 40+ ენაზე. დეითინგი, ახალი ადამიანების გაცნობა, შენი სანაცნობო წრის გაფართოება ან მოგზაურობისას ადგილობრივებთან შეხვედრა გსურს? თუ ასეა, სწორ ადგილას მოხვდი.
Tinder უფასოა?
გადმოწერე Tinder-ი უფასოდ App Store-დან და Google Play Store-დან, ან ეწვიე საიტს Tinder.com და გამოიყენე Tinder ვები. ჩვენი უფასო ვერსია საშუალებას გაძლევს, დაიმეჩო, იჩატაო და ადამიანებს დაუკავშირდე.
გადადი Plus-ზე, Platinum-ზე ან Gold-ზე Tinder-ზე გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის! გაიგე მეტი ამ გამოწერის დონეების შესახებ და იპოვე შენთვის შესაფერისი.
მხარდაჭერილი პლატფორმები და მოწყობილობები
Tinder-ი ამჟამად ხელმისაწვდომია Android-სა და iOS-ზე. ჩვენს მობილურ აპებთან ერთად, შეგიძლია ეწვიო Tinder.com-ს , რათა Tinder-ი ვებისთვის გამოიყენო.
Tinder ამჟამად მორგებულია iOS 16.0 და უფრო ახალ ვერსიებზე, Android 10.0 და უფრო ახალ ვერსიებზე, ისევე როგორც ყველა ძირითადი ვებ-ბრაუზერის (Chrome, Firefox, Safari, Edge, etc.) უახლეს ვერსიებზე.