Tinder-ის გამოსაყენებლად შენი მოწყობილობის მდებარეობაზე წვდომის მინიჭებაა საჭირო:
iOS
- გახსენი შენი iOS-ის პარამეტრები.
- ჩასქროლე და აირჩიე Tinder-ი.
- აირჩიე ლოკაცია.
- მონიშნე აპის გამოყენების დროს.
Android
- გახსენი შენი მობილურის პარამეტრები.
- ჩასქროლე აპებში და აირჩიე Tinder-ი.
- აირჩიე ნებართვები, შემდეგ ადგილმდებარეობა.
- აირჩიე მხოლოდ აპის გამოყენების დროს.
Tinder.com
ეს პროცესი განსხვავდება იმ ბრაუზერისა და პლატფორმის (დესკტოპი, მობილური) მიხედვით, რომელსაც იყენებ.
Chrome (დესკტოპი):
- აირჩიე ზემოთ მარჯვენა კუთხეში მეტი (სამი წერტილის ხატულა), შემდეგ აირჩიე პარამეტრები.
- პარამეტრებიდან აირჩიე კონფიდენციალურობა & უსაფრთხოება.
- გადადი საიტის პარამეტრებზე, შემდეგ აირჩიე ადგილმდებარეობა.
- მიეცი Tinder-ს წვდომა შენს ადგილმდებარეობაზე.
Safari (დესკტოპი):
- აირჩიე Safari ეკრანზე, მაღლა.
- აირჩიე პრეფერენციები, შემდეგ ვებსაიტები.
- გადადი ლოკაციაზე.
- აირჩიე Tinder-ი, შემდეგ აირჩიე ნების დართვა.
- დაბრუნდი Tinder.com-ზე და მიეცი Tinder-ს წვდომა შენს ადგილმდებარეობაზე.
Safari (iOS):
- დარწმუნდი, რომ ბრაუზერის კონფიდენციალურ რეჟიმში არ ხარ. ამ რეჟიმში ყოფნისას Safari ადგილმდებარეობის სერვისებს ავტომატურად დაბლოკავს.
- გახსენი iOS პარამეტრები.
- აირჩიე კონფიდენციალურობა.
- აირჩიე ადგილმდებარეობის სერვისები და შემდეგ Safari.
- რომ შეხვალ, დარწმუნდი, რომ Safari-ს შენს ადგილმდებარეობაზე წვდომა აპის გამოყენების დროს მიეცი.
Firefox (დესკტოპი):
- შედი Tinder.com-ზე.
- ვებსაიტის URL-ის გვერდით ინფორმაციის ხატულას დააჭირე.
- გადადი ნებართვებზე.
- აირჩიე ადგილმდებარეობა.