თუ გსურთ, მეტი გაიგოთ გასაჩივრების ცენტრში გამოყენებულ ნებისმერ ტერმინზე, ქვემოთ შეგიძლიათ იხილო ყველა ტერმინის განმარტება.
ანგარიშის სტატუსი - ანგარიშის მიმდინარე სტატუსი, იქნება ის აქტიური (შესაძლებელია მისი გამოყენება შეზღუდვის გარეშე) თუ არააქტიური (დაბლოკვის, მოქმედების შეჩერების ან წაშლის გამო).
მიღებული ზომები - დარღვევის აღმოჩენის შემდეგ ანგარიშის წინააღმდეგ მიღებული ზომების ტიპის აღწერა.
აქტიური (დარღვევა) - ანგარიშზე დაფიქსირებული დარღვევა, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია.
საჩივარი - პროცესი, რომლის დროსაც მომხმარებელი ითხოვს, რომ განხილული იყოს დადასტურებული დარღვევა, რომელმაც გავლენა მოახდინა მის ანგარიშზე.
გასაჩივრებული (დარღვევა) - დარღვევა, რომელიც უკვე გასაჩივრებულია. ეს მოიცავს იმ დარღვევებსაც, რომლებიც აქტიურად განიხილება ან სრულად დამუშავებულია.
აკრძალვა - დარღვევის დადასტურების შემდეგ ანგარიშის წინააღმდეგ მიღებული ზომები, რომელთა შედეგადაც მომხმარებელს ეკრძალება ანგარიშზე წვდომა ან ახალი ანგარიშის შექმნა. პროფილი წაშლილი იქნება პლატფორმადან.
კონტენტის წაშლა - ზომა, რომელიც მიღებულია საიმისოდ, რომ მომხმარებლის პროფილიდან წაიშალოს მომხმარებლის მიერ გენერირებული იმგვარი კონტენტი, რომელიც დადასტურებულად არღვევს Tinder-ის გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის ან გამოყენების პირობებს. შენიშვნა: კონტენტის წაშლას ყოველთვის თან ახლავს გაფრთხილება.
აღწერა - დამატებითი დეტალები მიღებული ზომებისა და დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე.
ვადაგასული (დარღვევა) - დარღვევა, რომელიც დაუწესდა ანგარიშს და რომლის გასაჩივრებაც აღარაა შესაძლებელი, რადგან ანგარიშის წინააღმდეგ ზომები მიღებული იყო 6 თვეზე მეტი ხნის წინ.
მოინიშნა: ავტომატიზებული სისტემების მიერ - შემთხვევა, რომელიც ზომების მიღებამდე გამოვლინდა ავტომატიზებული ინსტრუმენტების გამოყენებით.
მოინიშნა: მოხსენ(ებ)ის საშუალებით - შემთხვევა, რომელიც გამოვლინდა სხვა მომხმარებლების ან გარეშე პირების მიერ ანგარიშის წინააღმდეგ ზომების მიღებამდე წარმოდგენილი მოხსენ(ებ)ის მეშვეობით.
მოინიშნა: Tinder-ის მიერ ინიციირებული მიმოხილვის შედეგად - შემთხვევა, რომელიც რეგულარული ბიზნესოპერაციების შესრულების დროს გამოვლინდა და რომელიც მიმოხილული იყო ზომების მიღებამდე.
ბოლო განახლება - დარღვევის ბოლო ცვლილების თარიღი. თუ დარღვევა გასაჩივრებულია, მაგრამ ჯერ არაა დამუშავებული, ბოლო ცვლილების თარიღად აისახება საჩივრის წარდგენის თარიღი. დამუშავების შემდეგ თარიღი ჩანაცვლდება საჩივრის განხილვის დასრულების თარიღით.
შედეგი - შედეგი საჩივრის დამუშავების შემდეგ.
მიმოხილულია: ავტომატიზებული სისტემის მიერ - დარღვევა განისაზღვრა ავტომატიზებული ინსტრუმენტების მიერ და პროცესში არ მონაწილეობდა მოდერატორი.
მოქმედების შეჩერება - დარღვევის დადასტურების შემდეგ ანგარიშის წინააღმდეგ მიღებული ზომა, რომლის შედეგადაც მომხმარებელს დროებით ეზღუდება კუთვნილ ანგარიშზე წვდომა. ამ პერიოდის განმავლობაში ანგარიში მიუწვდომელია პლატფორმაზე. მოქმედების შეჩერების პერიოდის დასრულების შემდეგ ანგარიში ავტომატურად აღდგება, თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირდება დამატებითი დარღვევები.
დარღვევები - კონტენტი ან ქცევა, რომელიც არ შეესაბამება Tinder-ის გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის ან გამოყენების პირობებს.
დარღვევის ტიპი - სახელწოდება პოლიტიკისა, რომელიც დაირღვა.
გაფრთხილება - დარღვევის დადასტურების შემდეგ მიღებული ზომა, რომლის შედეგადაც მომხმარებელს ეგზავნება შეტყობინება მისი ქცევის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ დარღვევის ერთისა და იმავე ტიპისთვის მრავალჯერადი გაფრთხილების მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანგარიშის მოქმედების შეჩერება ან დაბლოკვა. გაფრთხილებებს აგრეთვე მოჰყვება კონტენტის წაშლაც.