მეჩები განუსაზღვრელი ვადით იტვირთება
ჩემი მეჩების ფოტოები არ იტვირთება
1 ან რამდენიმე მეჩი გაქრა
თუ შენი მხოლოდ 1 ან თუნდაც რამდენიმე მეჩი გაქრა, მათ, დიდი ალბათობით, მეჩი გააუქმეს ან Tinder ანგარიში წაშალეს. ანგარიშის წაშლის შემთხვევაში, თუ ისინი Tinder-ზე დაბრუნებას გადაწყვეტენ, შეიძლება დაინახო, რომ აღმოჩენის გვერდზე ისევ გამოჩნდნენ.
ჩემი ყველა მეჩი გაქრა
ეს შეიძლება დროებითი იყოს, ამიტომ გთხოვთ, მოგვიანებით სცადო. თუ მეჩებს მაინც ვერ ხედავ, სისტემიდან გამოსვლა და თავიდან შესვლა საუკეთესო გამოსავალია:
- გახსენი Tinder-ი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი პარამეტრებზე
- ჩასქროლე და გამოსვლას დააჭირე
ახალი მეჩები არ მყავს
არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ან როგორ გამოიყურები – კავშირის დამყარებას დრო და ძალისხმევა სჭირდება. ეს ყოველთვის მომენტალურად ან განუწყვეტლივ არ ხდება და ყოველთვის შენში არაა პრობლემა. შეიძლება, უბრალოდ, რამდენიმე რჩევა გჭირდება, რომ ყურადღება მიაქციო:
- შეცვალე შენი ბიოგრაფია ან ფოტოები პროფილის სწრაფი განახლებისთვის
- ჩართე სმარტ ფოტოების ფუნქცია, რათა დარწმუნდე, რომ ყოველთვის შენი ყველაზე პოპულარული ფოტოთი იწყებ
- დაუკავშირე შენი Insta და Spotify ანგარიშები შენს პროფილს, რათა პოტენციურმა მეჩებმა შენ შესახებ ცოტა მეტი ნახონ და გაიგონ
კარგი ამბავი გითხრათ? ვინმე ახალთან კავშირის დამყარება უბრალოდ დროის საკითხია.
მეჩები განუსაზღვრელი ვადით იტვირთება
თუ შენი მეჩები სრულად არ იტვირთება, პრობლემის მოგვარების რამდენიმე ხერხის ცდა შეგიძლია:
- დარწმუნდი, რომ ძლიერი ინტერნეტ კავშირი გაქვს — Wi-Fi-დან მობილურ ინტერნეტზე გადართვა სცადე, რათა ნახო, ინტერნეტის პრობლემაა თუ არა.
- წაშალე აპი და თავიდან გადმოიწერე. ეს არა მხოლოდ Tinder-ის უახლეს ვერსიას დაგიყენებს, არამედ შენი აპლიკაციის გამოცდილებასაც განაახლებს!
- თუ iOS-ის ან Android-ის Tinder აპს იყენებ, Tinder.com-ის გამოყენება სცადე.
ჩემი მეჩების ფოტოები არ იტვირთება
თუ შენი მეჩების 1 ან მეტი ფოტო არ იტვირთება, სისტემიდან გამოსვლა და თავიდან შესვლა სცადე.
- გახსენი Tinder-ი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი პარამეტრებზე
- ქვემოთ ჩასქროლე და გამოსვლას დააჭირე
ეს რჩევები უნდა დაგეხმაროს, მაგრამ თუ არ მუშაობს, ალბათ, ტექნიკური ხარვეზი გვაქვს. ვაფასებთ შენს მოთმინებას, სანამ პრობლემის გადასაჭრელად ვმუშაობთ.