ჯერ არ ინერვიულო - ვიცით, ეს როგორი მომაბეზრებელია, მაგრამ ჩატთან დაკავშირებული პრობლემები დიდხანს არ გრძელდება. თან, პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს, რომლითაც შეგიძლია მისი დამოუკიდებლად გადაჭრა სცადო:
- დარწმუნდი, რომ ძლიერი ინტერნეტ კავშირი გაქვს. სცადე, Wi-Fi-დან მობილურ ინტერნეტზე გადართო, რომ გაიგო, პრობლემა ინტერნეტ კავშირშია თუ არა.
- წაშალე აპი და თავიდან გადმოიწერე. ეს არამხოლოდ Tinder-ის უახლეს ვერსიაზე გადაგიყვანს, არამედ შენი აპის გამოცდილებას განაახლებს, რათა მან კვლავ შეუფერხებლად იმუშაოს!
-
როგორც კი აპში დაბრუნდები, შენი მესიჯის თავიდან გაგზავნა სცადე.
- iOS: წარუმატებელი მესიჯის გვერდით წითელი ძახილის ნიშანს დააჭირე.
- Android: თავად მესიჯს დააჭირე, რათა მისი გაგზავნა თავიდან სცადო.
გვინდა ვიცოდეთ, თუ პრობლემა ისევ გექნება! დაგვიკავშირდი და შენი პრობლემა, რაც შეიძლება, დეტალურად აღწერე, რათა საკითხს გავეცნოთ.