ასაკის ვერიფკაცია აუცილებელია საიმისოდ, რომ შენს რეგიონში შეძლო წვდომა ისეთ ფუნქციებზე, როგორიცაა მესიჯების გაგზავნა. Tinder-ისთვის მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წელია. თუ Tinder-ს იაპონიაში იყენებ, მოგეთხოვება შენი ასაკის ვერიფიცირება და დამტკიცება იმისა, რომ ამ მოთხოვნას ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად აკმაყოფილებ.
ამჟამად გთავაზობთ ასაკის ვერიფიკაციის 2 მეთოდს:
- ვერიფიკაცია პირდაპირ Tinder-ის საშუალებით
- World ID-თ (ან/და Orb ვერიფიკაციით) ვერიფიკაცია World App-ის საშუალებით
გაითვალისწინე: ორივე ამ მეთოდისთვის საჭიროა სახელმწიფოს მიერ გაცემული ID-ს ქონა. World ID-ს მოთხოვნასთან შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე მის დახმარების ცენტრს.
სახელმწიფოს მიერ გაცემული შენი ID-ს გამოყენება
თუ ამ მეთოდს აირჩევ, მიჰყევი აპლიკაციაში ან Tinder.com-ზე მოცემულ ინსტრუქციებს. მოგეთხოვება სახელმწიფოს მიერ გაცემული შენი ID-ს წარდგენა.
ვერიფიკაციის პროცესის დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე რამ:
- ID-ს ფორმები, როგორებიცაა დაზღვევა ან სამედიცინო ბარათი, არ მიიღება.
- თუ იაპონური ID გაქვს, დარწმუნდი, რომ სურათის რომელიმე ნაწილი დამალული, მოჭრილი ან ბუნდოვანი არაა*.
- საჭიროების შემთხვევაში დარწმუნდი, რომ სრული ორი გვერდი 4-ვე კუთხითა და ხელმოწერით ჩანს*.
*იხილე დახმარების ვიზუალური საშუალებები ქვემოთ.
World ID (ან/და Orb ვერიფიკაცია) World App-ის საშუალებით
World App ვერიფიკაციის Android-სა და iOS-ზე ხელმისაწვდომი ვარიანტია, რომელიც მომხმარებლებს პერსონალური ინფორმაციის ონლაინსივრცეში გაზიარების გარეშე ასაკის ვერიფიკაციის კიდევ ერთ ვარიანტს სთავაზობს. ვერიფიკაციის ამ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანი ამ სტატიას.
კონფიდენციალურობა ასაკის ვერიფიკაციისას
ატვირთვის შემდეგ ID მხოლოდ შენი ასაკის გადასამოწმებლად გამოიყენება. ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლოა შენი ID ან მის შესახებ ინფორმაცია (მაგ., შენ მიერ ატვირთული ID-ს ტიპი) ასაკის დადასტურებიდან 90 დღის განმავლობაში შევინახოთ. ამ პერიოდის შემდეგ მხოლოდ შენი ვერიფიკაციის შედეგებს შევინახავთ. თუ წარმატებით დაადასტურებ, რომ 18 წლის ან მეტი ასაკის ხარ, ამის ჩანაწერს შევინახავთ, რათა შეძლო შენს მეჩებთან საუბარი.