ჯგუფური შეკრებები საშუალებას გაძლევს მეგობრებთან ერთად სხვა სამეგობროებთან დაიმეჩო და ისაუბრო. გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, ჯგუფური შეკრებები ხელმისაწვდომია ყველა პლატფორმაზე შერჩეულ ბაზრებზე.
შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის საუბრების ვებ ვერსიაზე გაგრძელება შესაძლებელია, ჯგუფის სხვა ფუნქციები ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის.
ჯგუფური შეკრებების გამოყენება
შეგიძლია, მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი და სხვა სამეგობროები დაასვაიპოთ. Tinder-ზე ჯგუფის შექმნა ყველას შეუძლია. როგორც კი შენს ჯგუფში 3 წევრი იქნება და მიუთითებთ კონკრეტულ აქტივობასა და დროს, შეძლებ მეგობრებთან ერთად სხვა ჯგუფების აღმოჩენასა და დასვაიპებას. ჯგუფური შეკრებები შეიძლება იყოს, მაგალითად, მინი-გოლფის ან კარაოკეს მსგავსი ჯგუფური აქტივობის ორგანიზება, ან რამე უფრო წყნარი, მაგალითად, საღამოს ერთად გასვლა.
ეს ჯგუფები აღმოჩენაში ისე გამოჩნდება, როგორც ინდივიდუალური და ორმაგი დეითის პროფილები, იმ განსხვავებით, რომ ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი იქნება ნაჩვენები.
როცა სხვა ჯგუფთან დაიმეჩები, ჩატი მომხმარებელთა მთელ ჯგუფს შორის გაიხსნება. ასევე შეგიძლია, ჯგუფის წევრზე მარჯვნივ დაასვაიპო და პირდაპირი კავშირისთვის ინდივიდუალურად მისწერო.
გთხოვთ, გაითვალისწინო: ვინაიდან ჯგუფები ამჟამად ტესტირების პროცესშია, პრემიუმ ფუნქციები და გამოწერის უპირატესობები (როგორიცაა ბუსტი და სუპერლაიქები) ამ ეტაპზე ჯგუფებთან შეუთავსებელია. სანამ ჯგუფური შეკრებების ტესტირებას ვაგრძელებთ, შესაძლოა ასევე შეამჩნიო ცვლილებები მოსაწვევებში, იმ ჯგუფების რაოდენობაში, რომლებშიც შეგიძლია იყო, ან სხვა ფუნქციებში.
ჯგუფური შეკრებების პოვნა
ჯგუფი უფასო ფუნქციაა, რომელიც ამჟამად შერჩეულ ბაზრებზე იტესტება. თუ ის შენს რეგიონში ხელმისაწვდომია, გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას მიჰყვე. ეს ყველა პლატფორმას ეხება:
- დააჭირე ჯგუფური შეკრებების ღილაკს აღმოჩენის ეკრანზე.
- ჯგუფის შესაქმნელად მეგობრები მოიწვიე.
- დაიწყე სვაიპის ფუნქციის გამოყენება სხვა ჯგუფებზე.
დადებითი გამოცდილების მიღება ჯგუფურ შეკრებებზე
გვსურს, ჯგუფების გამოყენებისას ყველას დადებითი გამოცდილება ჰქონდეს. აი, რა უნდა გაითვალისწინო:
- მნიშვნელოვანია, რომ Tinder-ის გამოყენებისას შენც და ჯგუფურ შეკრებებში შენმა მეგობრებმაც იცოდეთ და დაიცვათ ჩვენი გაიდლაინები მომხმარებლებისთვის. ჩვენი პოლიტიკის ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება ჯგუფში შემავალი 1 ან რამდენიმე ანგარიშის წინააღმდეგ ზომების მიღება გამოიწვიოს.
- თუ შენ ან შენი მეგობარი აპში ან რეალურ ცხოვრებაში შეუსაბამო ქცევას წააწყდებით, გთხოვთ, ის დაარეპორტოთ. შეგიძლია, ჩვენს დასარეპორტებელ რესურსებს აქ გადახედო.
- Tinder-ის გამოსაყენებლად შენც და შენს ჯგუფში შემავალი მეგობრებიც მინიმუმ 18 წლის უნდა იყოთ.
- სანამ აპში ან რეალურ ცხოვრებაში ჯგუფში მიმოწერისას რაიმე სახის პირად დეტალს (მათ შორის საკონტაქტო ინფორმაციას) გააზიარებ, ჯგუფის წევრებისგან ყოველთვის თანხმობა ითხოვე.
- თუ სექსუალური ხასიათის თემების განხილვა გსურს, დარწმუნდი, რომ ჯგუფის ყველა წევრის თანხმობა გაქვს.
ჯგუფური შეკრებების გამოცდილების შენზე მორგება
არ აქვს მნიშვნელობა, Tinder-ზე მხოლოდ იმისთვის ხარ, რომ შენთვის და მეგობრებისთვის ჯგუფი იპოვო, თუ საერთოდ არ გაინტერესებს ჯგუფების ნახვა, შენი ნებაა. ჯგუფურ შეკრებებს საკუთარი პარამეტრები აქვს, სადაც გამოცდილების შენზე მორგება შეგიძლია.
- გახსენი Tinder-ი და დააჭირე პროფილის ხატულას
.
- დააჭირე პარამეტრების ხატულას
.
- ჩასქროლე, სანამ არ იპოვი განყოფილებას სახელწოდებით "ჯგუფური შეკრებები".
- აქ ისეთ ოფციებს ნახავ, როგორიცაა აღმოჩენის გვერდზე ცალკეულ პროფილებზე მეტად ჯგუფების გამოკვეთა, ან ყველა ჯგუფის სრულად დამალვა.