რა არის პასპორტის რეჟიმი?
პასპორტის რეჟიმით შეგიძლია ქალაქების მიხედვით ან რუკაზე პინის დასმით მოძებნო ადამიანები შენ მიერ არჩეულ ლოკაციებზე. გადაერთე შენი ამჟამინდელი ადგილმდებარეობიდან ახალ მიმართულებებზე!
პასპორტის რეჟიმი ხელმისაწვდომია Tinder-ის გამომწერებისთვის, როგორც Tinder Plus®-ის, Tinder Gold™-ისა და Tinder Platinum™-ის ნაწილი. ასევე, ახლა ვტესტავთ პასპორტის რეჟიმს, როგორც ცალკე შენაძენს.
როგორ გამოვიწერო?
- Tinder-ის გახსნა
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გახსენი პარამეტრები
- აირჩიე Tinder Plus®-ზე, Tinder Gold™-ზე, ან Tinder Platinum™-ზე გადასვლა
- შესაძენად მიჰყევი ეკრანზე მითითებებს
როგორ შევცვალო ჩემი ადგილმდებარეობა პასპორტის რეჟიმით?
- Tinder-ის გახსნა
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გახსენი პარამეტრები
- ჩასქროლე და აირჩიე ლოკაცია
- ახალი ადგილმდებარეობის დამატება
რამდენ ქალაქს შემიძლია ვეწვიო პასპორტის რეჟიმით?
ვირტუალურად ერთ ჯერზე 1 ქალაქში ყოფნა შეგიძლია, მაგრამ საშუალება გაქვს, შენი ადგილმდებარეობა რამდენჯერაც გსურს, შეცვალო. ადამიანები, რომლებიც პასპორტის რეჟიმის ფუნქციის გამოყენებისას დაალაიქე, შენი პროფილის ნახვას ადგილმდებარეობ(ებ)ის შეცვლიდან 24 საათის შემდეგ შეძლებენ.