უკან დაბრუნების ფუნქცია გაძლევს საშუალებას, გააუქმო შენი ბოლო ლაიქი ან „არ მომწონს“ არჩევანი. თუ შემთხვევით მარცხნივ დაასვაიპე ვინმე, ვისი გაცნობაც გინდოდა, Tindersphere™-ში ის აღარ დაგეკარგება. მის პროფილზე დასაბრუნებლად გამოიყენე უკან დაბრუნების ფუნქცია, რისთვისაც მთავარ ეკრანზე უნდა შეეხო ყვითელი ისრის ხატულას.
მხოლოდ Tinder-ის გამომწერებს შეუძლიათ მათ მიერ არჩეული ნებისმიერი ბოლო სვაიპის (მოწონების, „არ მომწონს“ არჩევანის, სუპერლაიქის) გაუქმება*.
გამოწერასთან დაკავშირებული ინსტრუქციებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანი ამ სტატიას.
*გაითვალისწინე: გარკვეულ ბაზრებზე უკან დაბრუნებები შესაძლოა საცდელ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი