რა არის ბუსტი?
ბუსტი საშუალებას გაძლევს, შენ მახლობლად 30 წუთით საუკეთესო პროფილებში მოხვდე. გაზარდე დამეჩვის შანსები — შეგიძლია, ბუსტისას პროფილის 10-ჯერ მეტი ნახვა მიიღო.
როგორ გავააქტიურო ბუსტი?
გახსენი Tinder-ი და მთავარ ეკრანზე იისფერ ელვისებურ ხატულას დააჭირე.
როგორ შევიძინო ბუსტები?
ბუსტის ნებისმიერ დროს შესაძენად ამ ინსტრუქციას მიჰყევი:
- გახსენი Tinder აპი ან ვებგვერდი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- დააჭირე პარამეტრების ხატულას
- დააჭირე ბუსტის მოდალს მეტი ბუსტის შესაძენად.
Tinder Gold™-ისა და Tinder Platinum™-ის გამომწერები თვეში 1 უფასო ბუსტს იღებენ, რომელსაც გამოუყენებლობის შემთხვევაში ვადა გასდის.
შენიშვნა: ბუსტი ყოველკვირეულ გამოწერებში არ შედის. შეიძლება Gold-ის 1 ან მეტთვიანი გამოწერა ბუსტს ტესტირების გამო არ შეიცავდეს. აპში ან Tinder.com-ზე ბუსტის შეძენას მაინც ნებისმიერ დროს შეძლებ.