„რჩეულები“ პრემიუმფუნქციაა, რომელიც ხელმისაწვდომია Tinder Gold-ისა და Platinum-ის აბონენტებისთვის*. ის შექმნილია შენთვის ყველაზე შესაფერისი პოტენციური მეჩების აღმოსაჩენად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მომხმარებელი იღებს რჩეულებზე დღეში 1 უფასო წვდომას, Tinder Gold-ისა და Platinum-ის აბონენტებს ყოველდღიურად შეუძლიათ რჩეულების ნაკრებზე წვდომის მიღება.
გამოიყენე Gold ან Platinum ალის ხატულა შენს „აღმოჩენის“ ეკრანზე, რათა დაათვალიერო შენი რჩეულები.
- გადადი Tinder Gold-ის ან Platinum-ის გამოწერაზე, თუ გსურს შენი ნებისმიერი რჩეულის პროფილზე გადასვლა, დასვაიპება ან სუპერლაიქის გაგზავნა — მაგრამ ნუ დააყოვნებ — 24 საათის შემდეგ შენი რჩეულების ეკრანი განახლდება პროფილების სრულიად ახალი ნაკრებით.
- რჩეულებზე უფრო მეტი წვდომის მიღება გინდა? ასეც ვიფიქრეთ, ამიტომ მეტის შეძენას ნებისმიერ დროს შეძლებ, როგორც კი Tinder Gold-ის ან Platinum-ის გამომწერი გახდები.
- დაიმახსოვრე, შეგიძლია გამოიყენო პასპორტის ფუნქცია რათა შენი რჩეულები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ნახო.
*გაითვალისწინე: რჩეულები შესაძლოა მიუწვდომელი იყოს ზოგიერთ ბაზარზე.
უფრო მეტი „რჩეულები“ ვიყიდე, მაგრამ ისინი გაქრა.
როგორც Tinder Gold-ის ან Platinum-ის აბონენტს, ყოველდღიური რჩეულები ყოველ 24 საათში ერთხელ გაგიახლდება. თუ დამატებითი „რჩეულები“ შეიძინე, 24 საათი გაქვს მათ სანახავად ან დასასვაიპებლად მანამ, სანამ ისინი გაქრება.