პირველი შთაბეჭდილება პრემიუმ ფუნქციაა, რომელიც გეხმარება, რომ სხვებისგან გამოირჩეოდე. ის საშუალებას გაძლევს, რომ იმ ადამიანს, რომელიც დამეჩვამდე შენს ყურადღებას მიიპყრობს, მოკლე მესიჯი (140 ან ნაკლები სიმბოლო) გაუგზავნო.
გაგზავნე პირველი შთაბეჭდილება
- დაათვალიერე პოტენციური მეჩები აღმოჩენის ველში
- ვინმე მოგეწონა? დააჭირე ქაღალდის თვითმფრინავის ხატულას
- აკრიფე მესიჯი
- დააჭირე გაგზავნას
თუ იმ ადამიანს, ვისთანაც პირველი შთაბეჭდილება გააგზავნე, შენც მოეწონები, დაიმეჩებით და საუბრის გაგრძელებას შეძლებთ.
ყოველკვირეული პირველი შთაბეჭდილებები შედის Tinder Platinum-ის გამოწერებში. Platinum-ის წევრი არ ხარ? არა უშავს, „პირველი შთაბეჭდილებების“ ცალკე შეძენაც შეგიძლია.
გაითვალისწინე
პირველი შთაბეჭდილების გაგზავნა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სხვა მომხმარებელი მას ნახავს. მესიჯების ადრესატამდე მისვლაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა მისი აღმოჩენის პარამეტრები ან ასაკის დადასტურების სტატუსი.
შეიძლება Tinder-მა პერიოდულად ფუნქციები გატესტოს და დახვეწოს, მათ შორის, ისეთი ფუნქციებიც, რომლებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს ინტერესი გამოხატონ ან ლაიქთან ერთად მესიჯი გააგზავნონ. შეიძლება ზოგიერთ ტესტში ამ ფუნქციებმა სხვანაირად იმუშაოს ან დამეჩვის სხვადასხვა ეტაპზე გამოჩნდეს. შეიძლება გამოცდილება მომხმარებლის, ადგილმდებარეობის ან დროის მიხედვით განსხვავდებოდეს და ფუნქცია ყველა მომხმარებელთან ერთნაირად არ მუშაობდეს.
შენიშვნა: პირველი შთაბეჭდილებების გაგზავნა შეუძლებელია იმ პოტენციური მეჩებისთვის, რომელთაც არ აქვთ ვერიფიცირებული ასაკი.