განაახლე შენი აღმოჩენის პარამეტრები
აღმოჩენა Tinder-ის ნაწილია, სადაც სხვა ადამიანების პროფილებს ხედავ. შეგიძლია შენი ძიების პარამეტრები დაარეგულირო და შენი აღმოჩენის პარამეტრების რედაქტირებით აკონტროლო, ვის ხედავ აღმოჩენის გვერდზე.
შენი აღმოჩენის პარამეტრების რედაქტირებისთვის:
- გახსენი Tinder-ი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი პარამეტრებზე
- ჩასქროლე ქვემოთ აღმოჩენის გვერდზე
აქედან შეგიძლია განაახლო შენი აღმოჩენის ისეთი პარამეტრები, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, ასაკი და დისტანცია, რათა მართო, ვის ხედავ Tinder-ზე.
დილბრეიქერები
შეიძლება პოტენციური მეჩები გაჩვენოთ, რომლებიც შენი დისტანციისა და ასაკობრივი პრეფერენციების ფარგლებს გარეთ არიან, ამას ძირითადად მაშინ ვაკეთებთ, როცა შენ შერჩეულ დიაპაზონში რეკომენდებული პროფილები იწურება. ეს პრეფერენციები შენთვის დილბრეიქერებია? შენი აღმოჩენის პარამეტრებში, თითოეული სლაიდერის ქვემოთ, გადამრთველებს ნახავ, რომელიც აკონტროლებს, გაჩვენებთ თუ არა ადამიანებს შენი დიაპაზონის მიღმა.
აღმოჩენის გამორთვა
თუ აღმოჩენას გამორთავ, შენს პროფილს Tinder-ზე ახალწვეულებს არ ვაჩვენებთ*, მაგრამ შენი მეჩების ნახვას და მათთან მიმოწერას მაინც შეძლებ.
შენი პროფილის დასამალად:
- გახსენი Tinder-ი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- გადადი პარამეტრებზე
- ჩასქროლე ქვემოთ აღმოჩენის გვერდზე
- იპოვე გამომაჩინეთ Tinder-ზე
- ჩართე ან გამორთე გადამრთველი
შენიშვნა: ისინი, ვინც აღმოჩენის გამორთვამდე დაალაიქე, შენი პროფილის ნახვასა და დალაიქებას კვლავ შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ახალი მეჩების მიღება აღმოჩენის გამორთვის შემთხვევაშიც კი შეგიძლია.