"ყველაზე თავსებადი" პერსონალიზებული რეკომენდაციაა, რომელიც აქცენტს აკეთებს მათზე, ვისთანაც უფრო სავარაუდოა, რომ ისაუბრებ. "ყველაზე თავსებადი" ხელმისაწვდომია შერჩეულ ბაზრებზე, Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.
"ყველაზე თავსებადზე" წვდომა და მისი გამოყენება
"ყველაზე თავსებადი" რეკომენდაციების უმეტესობა შენს აღმოჩენის ეკრანზე სხვა მომხმარებლებთან ერთად გამოჩნდება, ვისაც დაასვაიპებ. ეს რეკომენდაციები გამოჩნდება "ყველაზე თავსებადის" ლეიბლით და მათთან ინტერაქცია ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც ნებისმიერ სხვა პროფილთან.
თუ ვინმე გამოგიჩნდება, როგორც "ყველაზე თავსებადი", შეიძლება მანაც გნახოს, რადგან დიდი შანსია, რომ დაიმეჩოთ. რეკომენდაციებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდის, ამიტომ სწრაფად იმოქმედე!