ხელიდან გაშვებული კავშირები არის გზა, იპოვო ადამიანები, რომლებთანაც შესაძლოა ცოტა ხნის წინ რეალურ ცხოვრებაში გზები გადაგეკვეთა. ხელიდან გაშვებული კავშირები ხელმისაწვდომია შერჩეულ ბაზრებზე, Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის.
ხელიდან გაშვებულ კავშირებზე წვდომა
ყოველ კვირას მიიღებ რეკომედანციებს მომხმარებლებზე, რომლებთანაც შესაძლოა გასული კვირის განმავლობაში გზები გადაგეკვეთა. რეკომენდაციებზე გადასასვლელად შეგიძლია მიჰყვე ქვემოთ მითითებულ ინსტრუქციებს:
- გახსენი Tinder.
- ინსტრუმენტების პანელზე დააჭირე „ძიების“ ხატულას.
- ძიების შენი ეკრანის მაღლა დაინახავ შენს „რეკომენდაციებს ხელიდან გაშვებულ კავშირებზე“.
დამატებითი ინფორმაცია ხელიდან გაშვებულ კავშირებზე უარის თქმის შესახებ შეგიძლია იხილო ქვემოთ: „როგორ იყენებს ხელიდან გაშვებული კავშირები შენი ადგილმდებარეობის მონაცემებს“.
ხელიდან გაშვებული კავშირების გამოყენება
ყოველ კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე, მიიღებ რეკომენდაციებს მომხმარებლებზე, რომლებთანაც შესაძლოა გასული კვირის განმავლობაში გზები გადაგეკვეთა და რომლებთანაც, შენი პარამეტრების გათვალისწინებით, შესაძლოა კარგი დრო გაატარო. შენი პროფილი შესაძლოა გამოჩნდეს სხვა მომხმარებლებისთვის გაგზავნილ რეკომენდაციებშიც. ეს რეკომენდაციების გენერირდება შენი და სხვა მომხმარებლების მოწყობილობის ადგილმდებარეობის მონაცემების გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ შენთვის ნაჩვენები მომხმარებლები არიან მომხმარებლები, რომლებთან ერთადაც შესაძლოა გასულ კვირას გარკვეული დროის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდი.
როგორ იყენებს ხელიდან გაშვებული კავშირები შენი ადგილმდებარეობის მონაცემებს
ხელიდან გაშვებული კავშირები იყენებს ადგილმდებარეობის მონაცემებს შენი მოწყობილობიდან, რათა დაადგინოს, ვის სიახლოვეს იყავი გასული კვირის განმავლობაში და შეძლოს შენი რეკომენდაციების გენერირება. ჩვენ ვიყენებთ შენი მოწყობილობის ადგილმდებარეობას, რათა დავადგინოთ, გასული კვირის განმავლობაში, დაახლოებით ერთს და იმავე დროს, როდის იყავი Tinder-ის სხვა მომხმარებლის სიახლოვეს — ეს მომხმარებლები შესაძლოა შენს ყოველკვირეულ რეკომენდაციებში აღმოჩდნენ. თქვენი გზების გადაკვეთის არც დღე და არც დრო რეკომენდაციებში ნაჩვენები არ იქნება. ჩვენი მიზანია, რომ ხელიდან გაშვებულ კავშირებში რეკომენდებულმა მომხმარებლებმა თავისუფლად იგრძნონ თავი და არ იფიქრონ რუტინებზე, მისამართებზე ან გრაფიკებზე.
როგორც ეს Tinder-ზე ნაჩვენები ჩვეულებრივი რეკომენდაციების შემთხვევაში ხდება, ხელიდან გაშვებული კავშირებიც მოითხოვს Tinder-თან მოწყობილობის ადგილმდებარეობის მონაცემების გაზიარების ნებართვას, რათა შევძლოთ შენი რეკომენდაციების გენერირება. ამ ნებართვების შემოწმება თუ შეცვლა ან ხელიდან გაშვებულ კავშირებზე უარის თქმა შეგიძლია ისე, როგორც ეს ქვემოთაა აღწერილი.
მოწყობილობის ადგილმდებარეობის პარამეტრები
Tinder-თან შენი ადგილმდებარეობის მონაცემების გაზიარების ნებართვები შეგიძლია შეამოწმო და განაახლო ნებისმიერ დროს, შენი მოწყობილობის პარამეტრებში „Tinder“-ის მოძებნით.
- როგორც ეს Tinder-ზე ნაჩვენები ჩვეულებრივი რეკომენდაციების შემთხვევაში ხდება, ხელიდან გაშვებული კავშირებისთვისაც აუცილებელია „აპის გამოყენებისას“ ადგილმდებარეობაზე წვდომის უფლების მიცემა.
- უფრო ზუსტი რეკომენდაციების მისაღებად ადგილმდებარეობის წვდომისთვის შეგიძლია აგრეთვე აირჩიო „ყოველთვის“, მაგრამ ეს არაა აუცილებელი ხელიდან გაშვებული კავშირების გასააქტიურებლად.
- თუ აირჩევ ადგილმდებარეობის გაზიარების სრულად გათიშვას, ჩვენ ვერ შეძლებთ ჩვეულებრივი ან ხელიდან გაშვებული კავშირების რეკომენდაციების ჩვენებას.
ხელიდან გაშვებული კავშირების პარამეტრები
ხელიდან გაშვებულ კავშირებზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლია. უარის თქმა ნიშნავს, რომ არ გექნება ყოველკვირეული რეკომენდაციების მიღების ან ნახვის უფლება, მაგრამ ეს გავლენას არ მოახდენს შენი ჩვეულებრივი რეკომენდაციების მიღებაზე. უარის სათქმელად მიჰყევი ქვემოთ მითითებულ ინსტრუქციებს:
- გახსენი Tinder.
- გახსენი პროფილის ჩანართი და დააჭირე პარამეტრების ხატულას.
- გადაადგილდი, სანამ არ დაინახავ ხელიდან გაშვებული კავშირების პარამეტრებს.
- გამორთე „მიგულისხმე ხელიდან გაშვებული კავშირების რეკომენდაციებში“.
ხელიდან გაშვებულ კავშირებთან დაკავშირებული კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება
ხელიდან გაშვებული კავშირები აგებულია იმავე ნდობასა და უსაფრთხოებაზე, რომელსაც ემყარება სრულიად Tinder. ქვემოთ ნახავ უსაფრთხოების ზოგიერთ ზომას, რომლებიც ჩვენ ხელიდან გაშვებული კავშირებისთვის შევქმენით:
- ადამიანები, რომლებიც დაბლოკე ან რომლებსაც მეჩი გაუუქმე, და ადამიანები, რომლებმაც დაგბლოკეს, არ გამოჩნდებიან შენს რეკომენდაციებში და არც შენ გამოჩნდები მათთან. იგივე ეხება Tinder-იდან წაშლილ ნებისმიერ ადამიანს.
- ჩვენ ვზღუდავთ, თუ რამდენად ხშირად შეიძლება სხვა მომხმარებელი გამოჩნდეს შენს რეკომენდაციებში და პირიქით, მაშინაც კი, თუ შესაძლოა, რომ თქვენი გზები ხშირად იკვეთებოდეს. რეკომენდაციები სპონტანურობის შესანარჩუნებლადაა შექმნილი და არა თანამშრომლების, თანაკლასელების, მეზობლების ან სხვა ხშირად ნანახი ადამიანების რუტინების გამოსავლენად.
- მოხსენება და დაბლოკვა მუშაობს ისევე, როგორც ზოგადად Tinder-ზე. შენს რეკომენდაციებში გახსენი ნებისმიერი პროფილი, დააჭირე ელიფსს (სამ წერტილს) და აირჩიე დაბლოკვა ან მოხსენება.
- რეკომენდაციები არასოდეს ავლენს შენი ან სხვა მომხმარებლების ზუსტ ადგილმდებარეობას ან იმას, თუ სად იმყოფები რეალურ დროში. სტანდარტული დალაიქებისა და დამეჩვის გარდა არ არსებობს რეალურ დროში შეტყობინების გამოგზავნის, „შენ აქ დაფიქსირდი“ შეტყობინებისა და რეკომენადიების მეშვეობით ვინმესთვის მიწერის არანაირი სხვა საშუალება.
თუ ოდესმე თავს უსაფრთხოდ იგრძნობ, რესურსებისა და დახმარების მისაღებად ეწვიე ჩვენს უსაფრთხოების ცენტრს.