შენი ავთენტურობის გაზიარება
Tinder-ზე ყველასთვის უსაფრთხო და ინკლუზიური სივრცის შექმნასა და შენარჩუნებაზე ვართ ორიენტირებულნი. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ ახალ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ შენი გამოცდილება ჩვენს პლატფორმაზე არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ გამაძლიერებელიც იქნება. იმ ინიციატივების დაპრიორიტეტება, რომელიც შენი თვითგამოხატვის ავთენტურობას უჭერს მხარს, ჩვენი საქმიანობის ძირითადი ნაწილია.
არ აქვს მნიშვნელობა, გენდერული და სექსუალური სპექტრის რომელ ნაწილს მიეკუთვნები, აქ შენი ყოფნა ყოველთვის დიდი პატივი იქნება. გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ჩვენი ვარიანტების გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც საშუალებას მოგცემს, ზუსტად და თავდაჯერებით აღწერო საკუთარი თავი.
შენიშვნა: გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის ვარიანტების გაფართოებულ არჩევანს შერჩეულ ბაზრებზე ვამოწმებთ, ამიტომ შეიძლება გამოცდილება შენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე განსხვავდებოდეს.
რატომ აქვს ამას მნიშვნელობა
ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი მომხმარებლების იდენტობა კომპლექსური და მრავალმხრივია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პლატფორმა ამ მრავალფეროვნების ასახვას დაეხმაროს. შენი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის გაზიარება შენი უსაფრთხოების, კომფორტისა და ინკლუზიური რეპრეზენტაციის მხარდაჭერაში გვეხმარება. ეს ასევე გვეხმარება, შენ შესახებ მეტი გავიგოთ და პოტენციური მეჩები გირჩიოთ, რომლებიც შენს პრეფერენციებს შეესაბამებიან.
გენდერი და სექსუალური ორიენტაცია შენს პროფილზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ მის გაზიარებას აირჩევ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ის LGBTQIA+ მომხმარებლებისთვის ავტომატურად წავშალოთ იმ ადგილებში, სადაც მათი ვინაობა და გამოხატვა კრიმინალიზებული ან სტიგმატიზებულია.
შენი გენდერის ან სექსუალური ორიენტაციის განახლება
შეგიძლია შენი გენდერი ან სექსუალური ორიენტაცია ნებისმიერ დროს შემდეგი ნაბიჯების გავლით განაახლო:
- Tinder-ის გახსნა
- დააჭირე პროფილის ხატულას
- დააჭირე ფანქრის ხატულას ან პროფილის რედაქტირებას
- ჩასქროლე "გენდერთან" ან "სექსუალურ ორიენტაციასთან"
გენდერის განახლებები: აირჩიე „კაცი“, „ქალი“ ან „ბინარულობის მიღმა“. შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს დამატებითი ვარიანტები, რომელიც საკუთარი თავის უკეთ იდენტიფიცირებაში დაგეხმარება. შეგიძლია, იმდენი გენდერი აირჩიო, რამდენთანაც იდენტიფიცირდები. მინიმუმ, ერთი ძირითადი კატეგორია უნდა აირჩიო.
სექსუალური ორიენტაციის განახლებები: შეგიძლია აირჩიო, როგორ გსურს, შენი სექსუალური ორიენტაციის აღწერა ან საერთოდ არ აღწერო ის - მთლიანად შენზეა დამოკიდებული! ეს ნაწილი საჭირო არაა.
შენი გენდერის ან სექსუალური ორიენტაციის ჩვენება
საშუალება გაქვს, შენი პროფილის რედაქტირებისას შენი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის ხილვადობა მართო. შეგიძლია, ამ ინფორმაციის შენი სახელის ქვემოთ გამოჩენა, სრულად დამალვა ან მხოლოდ შენთვის კომფორტული გარკვეული ასპექტების ჩვენება აირჩიო. იმის სანახავად, თუ როგორ გამოიყურება შენი არჩევანი, შეგიძლია, შენს პროფილს წინასწარ პირდაპირ "პროფილის რედაქტირების" ეკრანზე გადახედო. შენი უსაფრთხოებისთვის, შენი გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის პრეფერენციები იმ ადგილებში ჩაიხშობა, სადაც შენი იდენტობა შეიძლება დასჯადი იყოს.
ხდკ
რატომ "ბინარულობის მიღმა" და არა "არაბინარული"?
ტერმინს „ბინარულობის მიღმა“, იმ ადამიანების რეპრეზენტაციისთვის ვიყენებთ, ვინც თავს არ აიგივებს ტრადიციულ კატეგორიებთან „კაცი“ ან „ქალი“, მათ შორის, ვინც იდენტიფიცირდება, როგორც მოქნილი გენდერის მქონე, არაკომფორმული გენდერის მქონე, ინტერსექსუალი და სხვა. ეს ტერმინოლოგია Tinder-ზე ყველა ადამიანის უნიკალურ გამოცდილებას სცემს პატივს.
და თუ ჩემს გენდერს ან სექსუალურ ორიენტაციას Tinder-ზე ვერ ვპოულობ?
ჩვენი იდენტობების სია ინკლუზიურობის ექსპერტების წვლილისა და შენნაირი მომხმარებლების უკუკავშირის წყალობით მუდმივად ვითარდება. თუ შენი გენდერი ან სექსუალური ორიენტაცია სიაში არ არის, გთხოვთ გვაცნობო და ,„ჩამონათვალში არ არის“ ოფცია გამოიყენო. ინკლუზიურობისადმი ჩვენს მუდმივ თავდადებაში შენი უკუკავშირი მნიშვნელოვანია.
შენიშვნა: შენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, სიაში ვერმოხვედრილი ვარიანტის შესახებ უკუკავშირის გამოგზავნის შესაძლებლობა შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს.
გამოიყენება თუ არა ჩემი გენდერი იმისთვის, რომ სხვებმა Tinder-ზე მიპოვონ?
დიახ, ის, თუ რომელ გენდერთან იდენტიფიცირდები, Tinder-ზე განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გამოჩნდები სხვების ძიებაში. ასევე შეგიძლია, შენი აღმოჩენის პარამეტრების განახლებით აკონტროლო, ვის ხედავ Tinder-ზე. ეს საშუალებას გაძლევს აკონტროლო, ვის დაუკავშირდები Tinder-ზე.