ზოგიერთ ბაზარზე, Tinder-ზე რეგისტრაციისას ან შენი პროფილის რედაქტირებისას, შესაძლებლობა გაქვს უფლება მოგვცე დავასკანიროთ შენი გალერეა, რათა პროფილის უფრო სწრაფად გამართვაში დაგეხმაროთ. შენი ფოტოებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით ჩვენ მოგაწვდით ფოტოების, ბიოგრაფიებისა და მინიშნებების რეკომენდაციებს, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში დაამატებ. სიტუაციას თავად აკონტროლებ — შენს პროფილს არაფერი დაემატება, თუ ამას თავად არ აირჩევ.
რა არის ფოტო-რეკომენდაციები?
თანხმობის შემდეგ, უშუალოდ შენს მოწყობილობაზე ვასკანირებთ შენს გალერეას ფოტოების ხარისხისა და კონტენტის გასაანალიზებლად. ეს გვეხმარება, რომ Tinder-ზე უფრო პერსონალიზებული პროფილი და გამოცდილება შეგიქმნათ. ეს მოიცავს, მაგალითად:
- პერსონალიზებული ფოტო-რეკომენდაციები: ისეთო ფოტოების რეკომენდაცია, რომელთა დამატებაც შესაძლოა შენს პროფილზე მოგინდეს. რეკომენდაციებს განსაზღვრავს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორი ტიპის ფოტოები აჩვენებს კარგ შედეგს, და მორგებულია შენზე — შენი გალერეიდან გამოვლენილ შაბლონებსა და ინსაითებზე დაყრდნობით. ბიომეტრიული მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს შენს მოწყობილობაზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ფოტო-რეკომენდაციებში ნამდვილად შენ ხარ. Tinder-ს ამ პროცესის განმავლობაში არ აქვს წვდომა, არ იღებს და არც სხვაგვარად ამუშავებს რაიმე ბიომეტრიულ მონაცემს. შენ აირჩევ, ფოტოებიდან რომელი აიტვირთოს შენს პროფილზე. შენს პროფილზე ფოტოებს შენი ნებართვის გარეშე არ დავამატებთ.
- პერსონალიზებული პროფილის გამართვა: იმ შემთხვევაში, თუ ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია პროფილის გამართვისას, გამოვიყენებთ შენი ფოტოებიდან აღებულ ინფორმაციასაც, რათა შემოგთავაზოთ შენს პროფილზე დასამატებელი ინტერესები, ასევე პოტენციური თემები "ჩემ შესახებ" ველისთვის და მინიშნებები, რომელთა გამოყენებაც შენი პროფილის შესაქმნელად შეგიძლია. თავად ირჩევ, რა ინტერესები და კონტენტი დაემატება შენს პროფილს.
როგორ გამოიყენება შენი მონაცემები
გალერეის სკანირების ფარგლებში, შენი ზოგიერთი ფოტო დროებით იტვირთება Tinder-ის სერვერებზე და ზიარდება ჩვენი AI ტექნოლოგიის პროვაიდერთან, რათა დაგვეხმაროს შენს ფოტოებში თემებისა და შაბლონების იდენტიფიცირებაში.
შენი ფოტოებიდან მიღებული ინსაითები გამოყენებული იქნება Tinder-ის დასახმარებლად, რათა Tinder-მა შენი გამოცდილება უფრო პერსონალური გახადოს და სხვებთან უკეთ დაგაკავშიროს. შესაძლოა, ეს ინფორმაცია გავაანალიზოთ კიდეც, რათა ფუნქციის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს.
ფოტო და სხვა რეკომენდაციები
თუ გალერეის სკანირებას ჩართავ, ჩვენ სკანირებით გავიგებთ, თუ რა სახის ფოტოები გაქვს, მაგალითად, იქნება ეს ახლო ხედები, მთლიანი ტანის კადრები, ჯგუფური ფოტოები თუ თემები, როგორებიცაა მოგზაურობა თუ შინაური ცხოველები. ამას ვაკეთებთ ავტომატიზებული ტექნოლოგიით, რომელიც შენს ფოტოებში ვიზუალურ მახასიათებლებს აანალიზებს. ამ მახასიათებლებზე და ჩვენი ინფორმაციით Tinder-ზე ეფექტური ფოტოების ინფორმაციაზე დაყრდნობით, შერჩეულ ფოტოებს Tinder-ზე ავტვირთავთ და შემოგთავაზებთ რამდენიმე ფოტოს, რომელთა შენს პროფილზე დამატებაც შეგიძლია. ჩვენი მიზანია, მკაფიო, მრავალფეროვანი ფოტოების შერჩევაში დაგეხმაროთ, რომელიც სხვადასხვა კუთხით წარმოგაჩენს. ატვირთული ფოტოები მყისვე წაიშლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე მათგანს შენს პროფილზე დაამატებ. ჩვენ ასევე ვიყენებთ შენი ფოტოებიდან მიღებულ ინსაითებს, რათა შემოგთავაზოთ ინტერესები ან თემები, რომლებიც შეიძლება შენს ბიოგრაფიაში დაამატო. შენი სურვილის გარეშე ფოტოები ან სხვა რეკომენდაციები პროფილზე არ დაემატება — ყველაფერს შენ აკონტროლებ.
ზოგჯერ შენს ფოტოში იდენტიფიცირებული მახასიათებლების მიხედვით ფოტოს ან სხვა შემოთავაზებებში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი თემები, რომლებიც კულტურას, რელიგიას, პოლიტიკას, ცხოვრების სტილსა თუ სხვა, პოტენციურად მგრძნობიარე საკითხს ეხება. შენ თავად წყვეტ, დაამატებ თუ არა ამას შენს პროფილზე, აგრეთვე ყოველთვის შეგიძლია განაახლო შენ მიერ დამატებული პროფილის ფოტო(ები), ბიოგრაფია(ები) ან ინტერესები ნებისმიერ დროს, პროფილის რედაქტირების პარამეტრებში.
როგორ გამოიყენება ბიომეტრიული მონაცემები ფოტოების შემოთავაზებებისთვის?
როცა გალერეის სკანირებას ჩართავ, ააქტიურებ შენს მოწყობილობაზე ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას, რათა შენთან დაკავშირებული ფოტოები მოიძებნოს და შემოგთავაზოს. მისი მუშაობა ბაზრის მიხედვით განსხვავდება. წაიკითხე მეტი დეტალი იმის შესახებ, თუ როგორ მუშავდება შენი მონაცემები ქვემოთ. ყველა შემთხვევაში, დამუშავება სრულად შენს მოწყობილობაზე ხდება — გალერეის სკანირების ფუნქციიდან მიღებულ ბიომეტრიულ მონაცემებზე Tinder-ს წვდომა არ აქვს, ისინი არ ზიარდება და სხვაგვარადაც არ მუშავდება მის მიერ.
პროფილის ფოტოს რეკომენდაცია ან ვიდეოსელფის გადაღება
თუ შესაბამისი ფოტო გაქვს, რეკომენდაციას გავუწევთ ისეთ ფოტოს, რომელის პროფილის ფოტოდ გამოყენებას შეძლებ. Tinder-ი იყენებს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიას, რათა დაადგინოს, პროფილის შენს რომელ ფოტოზე ჩანს სახის კონტური ისე, რომ არ შეიქმნას ბიომეტრიული მონაცემები და არ შეგროვდეს შენი სახის მახასიათებლების დეტალები. ეს პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე სრულდება.
ასევე, შეიძლება სელფის გადაღების ვარიანტიც გქონდეს. თუ ამ ფუნქციას გამოიყენებ, შენს სელფის გამოვიყენებთ შენს გალერეაში გადაღებული ფოტოების ამოსაცნობად ისე, როგორც ეს ამ სექციშია აღწერილი. ფუნქციის გამორთვისას შენი სელფიც წაიშლება.
ბიომეტრიული მონაცემები შენი პროფილის ფოტოდან ან სელფიდან გენერირდება და შემდეგ შენს გალერეაში არსებულ ფოტოებს ედარება. Tinder-ი არ აგროვებს, არ ინახავს, არ აქვს წვდომა და არ იღებს არანაირ ბიომეტრიულ მონაცემს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას შენი სელფიდან, პროფილის ფოტოდან ან გალერეაში არსებული ფოტოებიდან. ნაცვლად ამისა, მთელი პროცესი თქვენს მოწყობილობაში მიმდინარეობს. ამ ფუნქციის ფარგლებში გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემები წაიშლება შენი მოწყობილობიდან მაშინვე, როგორც კი ფუნქციიდან გამოხვალ.
გალერეიდან რეფერენს ფოტოს გამოყენებით
ზოგიერთ ბაზარზე შესაძლოა გქონდეთ შესაძლებლობა, რეფერენს ფოტო გალერეიდან აირჩიო. ამისთვის, გალერეის სკანირების აირჩევისას, შენი გალერეის ფოტოებში არსებული მსგავსი სახეები ერთად ჯგუფდება, შენ კი მოგეთხოვება დაადასტურო, რომელ მათგანზე ხარ გამოსახული. ეს პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე მიმდინარეობს. როდესაც დაადასტურებ, რომ ფოტოზე შენ ხარ, სახის რეფერენსი, რომელიც შესაძლოა ბიომეტრიულ მონაცემებად ჩაითვალოს, ედარება შენს გალერეაში არსებულ ფოტოებს, რათა პროგრამამ ამოიცნოს შენი ფოტოები და ლოკალურად შეინახოს ისინი შენს მოწყობილობაზე, რათა მომავალში ხელახალი სკანირება უფრო სწრაფად შესრულდეს. შენი სახის რეფერენსი წაიშლება Tinder-დან გასვლისას და მისი გადატვირთვა და წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია შემდეგნაირად:
- გადადი პარამეტრებზე
- ასქროლე და იპოვე ფოტო-რეკომენდაციები
- შეეხე „სახის შენახული რეფერენსი“ და აირჩიე „სახის რეფერენსის წაშლა“
შენიშვნა: ავსტრალიაში ზოგიერთი მომხმარებლისთვის, რეგისტრაციის პროცესში, შენს გალერეაში არსებულ ფოტოებზე მსგავსი სახეები ერთ ჯგუფში ერთიანდება, ხოლო სახე, რომელიც ყველაზე ხშირად ჩანს, ავტომატურად გამოიყენება სახის რეფერენსის შესაქმნელად. ეს შესაძლოა ბიომეტრიულ მონაცემად ჩაითვალოს და მოიცავდეს შენს ფოტო-რეკომენდაციებს. თუ რეკომენდირებული ფოტო არ გგავს, შეგიძლია დააჭირო "შენ არ ხარ?"-ს, რომ სხვა სახეზე გადახვიდე, ან გაიარო მანუალური არჩევის პროცესი და თავად შეარჩიო შენი ფოტოები. როგორც კი ონბორდინგს დაასრულებ, სახის რეფერენსი შენახული იქნება მანამ, სანამ სისტემიდან არ გამოხვალ ან ზემოთ აღწერილის მიხედვით პარამეტრებიდან არ წაშლი მას.
შეზღუდვები
შემოთავაზებების შესაქმნელად გამოყენებული ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ ის სასარგებლო იყოს და გამორიცხოს ფოტოები ან რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლოა არღვევდეს გამოყენების ჩვენს პირობებს ან გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის, თუმცა ეს ტექნოლოგია 100%-ით ზუსტი არაა. შესაძლოა მან ზოგჯერ რეკომენდირება გაუწიოს ისეთ ფოტოებს, რომლებიც არ შეესაბამება შენს რჩეულ პარამეტრებს ან შესაძლოა არასწორად წარმოაჩინოს შენი ცხოვრების წესი. გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია განკუთვნილია შენს დასახმარებლად, საბოლოო ჯამში შენ ხარ პასუხისმგებელი შენს პროფილზე დასამატებელ ფოტოებსა და ინფორმაციაზე; დარწმუნდი, რომ ისინი შეესაბამება გამოყენების ჩვენს პირობებს, გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის და ადგილობრივ კანონმდებლობას.
ასევე გაითვალისწინე:
- შესაბამისობა: თუ საკმარისი ფოტოები არ გაქვთ, ფოტო და სხვა რეკომენდაციები შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს. თუკი გალერეის სკანირება გააქტიურებული გაქვს, მაგრამ საკმარისი ფოტოები არ გაგაჩნია, შენს გალერეას პერიოდულად შევამოწმებთ, რათა ვნახოთ, ფუნქციის გამოსაყენებლად გაქვს თუ არა საკმარისი ახალი ფოტო. თუ რეგისტრაციის დროს პროფილის პარამეტრებს აყენებ და საკმარისი ფოტოები არ გაქვს, პროფილის გამართვას მანუალურად შეძლებ.
- სკანირების უწყვეტობა: შეწყვეტის შემთხვევაში, სკანირება განახლდება აპის შემდეგ გახსნაზე მის დასრულებამდე.
- ხელახლა დასკანირება: თუ შენი გალერეის ხელახლა დასკანირებას აირჩევ, წინა რეკომენაციები ჩანაცვლდება ბოლო სკანირებიდან მიღებული ახლებით.
თანხმობის გაუქმება ან შენი მონაცემების წაშლა
შენ აკონტროლებ, რა გამოჩნდება შენს პროფილზე. შეგიძლია გალერეის სკანირებაზე უარის თქმა.
- რეკომენდირებული ფოტოები: შენს პროფილს დაემატება მხოლოდ ის რეკომენდებული ფოტოები, რომლებსაც თავად აირჩევ. რეკომენდირებული ფოტოების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი პროფილის რედაქტირების პარამეტრებიდან.
- გალერიის ნებართვები: შეგიძლია ნებისმიერ დროს შეცვალო ან გააუქმო გალერეაზე წვდომა შენი მოწყობილობის სისტემის პარამეტრებიდან.
- რეგისტრაციის დროს: შეგიძლია მთლიანად გამოტოვო გალერეის სკანირება ან არ გამოიყენო შემოთავაზებული ფოტოები, ბიოგრაფიისა და მინიშნებების თემები, ინტერესები ან პროფილის სხვა შემოთავაზებები.
- რეგისტრაციის შემდეგ: შენი პროფილის რედაქტირების პარამეტრებში შეგიძლია ნებისმიერ დროს წაშალო რეკომენდირებული ფოტოები, ინტერესები, ბიოგრაფია ან მინიშნება.
მეტი დახმარება
თუ მეტი დახმარება გჭირდება, დაგვიკავშირდი დამატებითი დეტალებით და სიამოვნებით დაგეხმარებით.
ეწვიე ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და გაიგე მეტი კონფიდენციალურობის ჩვენს პრაქტიკასა და შენს უფლებებზე. ასევე შეგიძლია გაიგო, თუ როგორ მოითხოვო შენი მონაცემების ასლი.
კომენტარები
0 comments
Article is closed for comments.