Tinder-ში მზად ვართ, დავიცვათ შენი მონაცემები და კონფიდენციალურობა და უზრუნველვყოთ წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც გაგვიზიარე.
როგორ მოითხოვო შენი მონაცემები
- გადადი „ჩემი ანგარიშის მართვის" ხელსაწყოზე და შედი ანგარიშში.
- შეეხე „ჩემი ინფორმაციის გადმოწერას"
- შეიყვანე ელფოსტის მისამართი, რომელზეც გსურს ჩამოტვირთვის ბმულის მიღება.
- შეეხე „გაგზავნას“
მოთხოვნის გაგზავნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ელფოსტის მისამართზე გამოგეგზავნება ჩამოტვირთვის ბმული. შენი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დასაცავად ამ ბმულს ელფოსტაზე გამოგზავნიდან 24 საათის შემდეგ ვადა გაუვა. თუ ამ დროის განმავლობაში არ ისარგებლებ მონაცემებზე წვდომით, შეგიძლია ხელახლა გამოგზავნო მოთხოვნა.
როგორ ჩამოტვირთო შენი მონაცემები
- გახსენი ჩვენგან მიღებული ელფოსტა, რომელშიც გაცნობებთ, რომ შენი მონაცემები მზადაა.
- ZIP ფაილის შესანახად დააჭირე ელფოსტაში მითითებულ ჩამოტვირთვის ბმულს.
- გამოიტანე ფაილი ZIP საქაღალდიდან.
- შენი მონაცემების სანახავად index.html ფაილი გახსენი ბრაუზერში.
შენს მონაცემთა ფაილში ორიენტირება
ჩამოტვირთული ფაილის გამოტანის შემდეგ ნახავ საქაღალდეს, რომელიც შეიცავს შენს პერსონალურ მონაცემებს. საქაღალდეში შეგიძლია იპოვო index.html ფაილი, შენი ჩამოტვირთული მონაცემების მოსახერხებელი ვერსია. გახსენი ეს ფაილი ბრაუზერში, რათა დაათვალიერო შენი მონაცემები. შეგიძლია ასევე იპოვო შენი მონაცემების სტრუქტურირებული, მანქანით საკითხავი ვერსია JSON ფორმატში.
შენი ჩამოტვირთული ფაილი შესაძლოა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- ანგარიშისა და პროფილის ინფორმაცია
- პარამეტრები და რჩეულები
- შენ მიერ ატვირთული ფოტო და სხვა მედია
- მესიჯების აქტივობა
- სვაიპები და მეჩის აქტივობები
- შენაძენებისა და გამოწერების ინფორმაცია
- დაკავშირებული მომსახურება (მაგ., Spotify)
- გამოყენება და ტექნიკური მონაცემები
ამ ხელსაწყოს მეშვეობით მიღებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მეტწილად უკვე ხელმისაწვდომია აპის საშუალებითაც. ასეთი ინფორმაცია მოიცავს: შენი ელფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, პროფილის ფოტო(ებ)ს, მესიჯებსა და რჩეულ პარამეტრებს.
შენი ჩამოტვირთული მონაცემები შესაძლოა განსხვავდებოდეს შენს მიერ Tinder-ის გამოყენების მიხედვით. თუ შენ მიერ ჩამოტვირთულ მონაცემთა ნაწილი ცარიელია, ეს ნიშნავს, რომ შენს ანგარიშზე ამ კატეგორიის შესაბამისი მონაცემები არ არსებობს. ზოგიერთი ტიპის ინფორმაცია — როგორიცაა მონაცემები, რომლებიც წაშალე (და განადგურდება კონფიდენციალურობის ჩვენი პოლიტიკის შესაბამისად), ან ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პირის კონფიდენციალურობაზე ან უსაფრთხოებაზე — შენს ფაილში არ იქნება.
როგორ მოითხოვო შენი მონაცემები, თუ ვერ ახერხებ შენს ანგარიშზე წვდომას
თუ წაშალე Tinder-ის ანგარიში, ვერ შეძლებ წვდომის მოპოვებას „ჩემი ანგარიშის მართვის" ხელსაწყოზე, რადგან Tinder-ზე აღარ გექნება ანგარიში.
თუ შენი ანგარიში წაშალე ან სისტემაში ვერ შედიხარ, მონაცემთა წვდომის მოთხოვნა შეგიძლია გამოგზავნო შემდეგნაირად:
- გადადი კონფიდენციალურობის მოთხოვნის ჩვენს ფორმაზე
- „რა გაწუხებს?“ ველის ქვეშ აირჩიე „ჩემს მონაცემებთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა მაქვს".
- ველში „აღწერა“ შეიყვანე მოთხოვნის დეტალები
- აირჩიე „Report“
მიუთითე ელფოსტის მისამართი, რომელზეც შევძლებთ შენთან დაკავშირებას. თუ Tinder-ის მომხმარებელი ხარ, შეიყვანე ელფოსტა, რომელიც შენს ანგარიშთანაა დაკავშირებული. ასევე შეგიძლია მოგვაწოდო დანართები, რომლებიც დაგვეხმარება შენს მოთხოვნაზე უკეთ რეაგირებაში.
შენი და ჩვენი ყველა წევრის დასაცავად შესაძლოა მოგთხოვოთ ინფორმაცია შენი ვინაობის ან წევრის სახელით მოქმედების უფლებამოსილების დასადასტურებლად, სანამ ზემოხსენებულ მოთხოვნას ვუპასუხებთ.
შეკითხვები შენი მონაცემების შესახებ
თუ დახმარება გჭირდება ან მიღებული მონაცემების შესახებ შეკითხვები გაგიჩნდა, შეგიძლია გამოაგზავნო მოთხოვნა, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი. ასევე შეგიძლია გვიპასუხო იმ ელფოსტაზე, რომელიც მხარდაჭერის ჩვენი გუნდისგან შენი მონაცემების ჩამოტვირთვასთან დაკავშირებით მიიღე
შენიშვნა: Tinder-ის მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირების შესახებ ინფორმაციისთვის ხშირად დასმულ შეკითხვებს გაეცანი აქ.