ორმაგი დეითი ფუნქციაა, რომელიც ხელმისაწვდომია Android-ის, iOS-ისა და Web მომხმარებლებისთვის შერჩეულ ბაზრებზე. ორმაგი დეითი შენ და მეგობარს საშუალებას გაძლევთ, სხვა მეგობრების წყვილებთან დაიმეჩოთ და ისაუბროთ.
ორმაგი დეითის გამოყენება
ორმაგი დეითის საშუალებით შეგიძლია, 3-მდე მეგობართან დაწყვილდე და მეგობრების სხვა წყვილები ასვაიპო. ეს ორმაგი დეითები აღმოჩენის გვერდზე ისე გამოგიჩნდება, როგორც ინდივიდუალური პროფილები, იმ განსხვავებით, რომ ორმაგი დეითის ორივე წევრი გვერდიგვერდ იქნება ნაჩვენები.
როცა ორმაგი დეითის სხვა წყვილთან დაიმეჩებით, თქვენ 4-ისთვის ჩატი გაიხსნება. აქ შეძლებთ, ორმაგი დეითის თქვენს მეჩ წყვილთან ჯგუფური ჩატი გქონდეთ. ასევე შეგიძლია, თქვენი მეჩი წყვილის წევრზე მარჯვნივ დაასვაიპო და პირდაპირი კავშირისთვის პირადი შეტყობინება ინდივიდუალურად გაუგზავნო.
გთხოვთ, გაითვალისწინო: რადგან ორმაგი დეითი ამჟამად ტესტირების პროცესშია, პრემიუმ ფუნქციები და გამოწერის უპირატესობები (როგორიცაა ბუსტი და სუპერლაიქები) ამჟამად შეუთავსებელია.
ორმაგი დეითის პოვნა
ორმაგი დეითი უფასო ფუნქციაა, რომელიც ამჟამად შერჩეულ ბაზრებზე იტესტება. თუ ის შენს რეგიონში ხელმისაწვდომია, გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას მიჰყვე. ეს ყველა პლატფორმას ეხება:
- დააჭირე ორმაგი დეითის ხატულას შენს აღმოჩენის ან მესიჯების ეკრანზე
- დასაწყვილებლად 3-მდე მეგობარი მოიწვიე
- დაიწყეთ სხვა ორმაგ დეითებზე დასვაიპება
დადებითი გამოცდილების მიღება ორმაგ დეითზე
გვსურს, ორმაგი დეითის გამოყენებისას ყველას დადებითი გამოცდილება ჰქონდეს. აი, რა უნდა გაითვალისწინო:
- მნიშვნელოვანია, რომ Tinder-ის გამოყენებისას, შენც და ორმაგ დეითზე შენმა მეგობრებმაც იცოდეთ და დაიცვათ ჩვენი გაიდლაინები მომხმარებლებისთვის. ჩვენი პოლიტიკის ნებისმიერმა დარღვევამ შეიძლება ორმაგი დეითში შემავალი 1 ან ორივე ანგარიშის წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება გამოიწვიოს.
- თუ შენ ან შენი მეგობარი აპში ან რეალურ ცხოვრებაში შეუსაბამო ქცევას წააწყდებით, გთხოვთ, ის დაარეპორტოთ. შეგიძლია, ჩვენს დასარეპორტებელ რესურსებს აქ გადახედო.
- Tinder-ის გამოსაყენებლად შენც და შენი მეგობრებიც, მინიმუმ, 18 წლის უნდა იყოთ.
- სანამ აპში ან რეალურ ცხოვრებაში ჯგუფის სახით მიმოწერისას რაიმე სახის პირად დეტალს (მათ შორის საკონტაქტო ინფორმაციას) განიხილავ, შენი ორმაგი დეითის მეგობრისგან ყოველთვის თანხმობა ითხოვე.
- თუ სექსუალური თემების განხილვა გსურს, დარწმუნდი, რომ ჯგუფის ყველა წევრის თანხმობა გაქვს.
შენი ორმაგი დეითის გამოცდილების მორგება
არ აქვს მნიშვნელობა, Tinder-ზე მხოლოდ იმისთვის ხარ, რომ შენთვის და მეგობრისთვის ორმაგი დეითი იპოვო, თუ საერთოდ არ გაინტერესებს ორმაგი დეითების ნახვა, შენი ნებაა. ორმაგ დეითს საკუთარი პარამეტრები აქვს, სადაც გამოცდილების შენზე მორგება შეგიძლია.
- გახსენი Tinder-ი და დააჭირე პროფილის ხატულას
.
- დააჭირე პარამეტრების ხატულას
.
- ჩასქროლე, სანამ არ იპოვი განყოფილებას სახელწოდებით „ორმაგი დეითი“.
- აქ ისეთ ოფციებს ნახავ, როგორიცაა აღმოჩენის გვერდზე ცალკეულ პროფილებზე მეტად ორმაგი დეითის პროფილების გამოკვეთა, ან ორმაგი დეითის ყველა პროფილის სრულად დამალვა.