როგორ მუშაობს ID + ფოტო ვერიფიკაცია
ID-ს გადასამოწმებლად დაშვებული ID ფორმები
როგორ გამოიყენება ჩემი ID + ფოტო ვერიფიკაციის ინფორმაცია
რა ინფორმაცია ინახება ID + ფოტო ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ
როგორ წავშალო ჩემი ID + ფოტო ვერიფიკაციის ინფორმაცია
რეგისტრირებული სქსუალური მოძალადის სტატუსის გადამოწმება აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის
მეტი ინფორმაცია Tinder-ის მონაცემთა პრაქტიკის შესახებ, მათ შორის ჩემი კონფიდენციალურობის უფლებებზე
ID + ფოტო ვერიფიკაცია არასავალდებულო პროცესია, რომელიც საშუალებას გაძლევს დაამოწმო, რომ შენს პირადობის მოწმობაზე არსებული და შენი პროფილის ფოტოები ნამდვილად შენს გარეგნობას შეესაბამება. დასრულების შემდეგ შენს პროფილზე მიიღებ ემბლემას, რომლის საშუალებითაც აჩვენებს სხვებს, რომ ID + ფოტო ვერიფიკაციის პროცესი გავლილი გაქვს.
ასევე შეძლებ ნახო, გაიარეს თუ არა Tinder-ის სხვა პროფილებმა ეს არასავალდებულო პროცესი. ასე შეგეძლება, ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღო იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან გექნება Tinder-ზე ინტერაქცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ფუნქცია კონკრეტული მომხმარებლის ID-ს ნამდვილობის ან უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა. სხვებთან შეხვედრამდე ან პოტენციურ მეჩთან პერსონალური დეტალების გაზიარებამდე ყოველთვის გამოიყენე კრიტიკული აზროვნება და გადახედე ჩვენს რჩევებს უსაფრთხოების შესახებ.
შენიშვნა: ID + ფოტო ვერიფიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთი ადამიანისთვის, შერჩეულ სატესტო ბაზრებზე, iOS, Android და tinder.com–ზე.
როგორ მუშაობს ID + ფოტო ვერიფიკაცია
ID + ფოტო ვერიფიკაცია შედგება ორი ეტაპისგან: (1) ფოტო ვერიფიკაცია და (2) ID-ს გადამოწმება. თუ ცალკე უკვე დაასრულე ფოტო ვერიფიკაცია, პირველი ნაბიჯის კვლავ გავლა არ დაგჭირდება. მას შემდეგ, რაც ორივე ეტაპს წარმატებით დაასრულებ, შენს პროფილზე მიიღებ ლურჯ ნიშანს.
- ფოტო ვერიფიკაციის ეტაპი იწყება შენს ვიდეოსელფიში სახის სკანირებით. ეს გვეხმარება განვსაზღვროთ, გადაიღო თუ არა რეალურმა, ცოცხალმა ადამიანმა ვიდეო და დავრწმუნდეთ, რომ ის არ იყო ციფრულად შეცვლილი ან მანიპულირებული. ვიდეოსელფის გადაღებისას შენი სახის გეომეტრია, რომელიც ზოგიერთ ადგილას (რომელსაც აქ „ვერიფიკაციის მონაცემები“ ეწოდება) შესაძლოა გამოყენებული იყოს „ბიომეტრიულ ინფორმაციად“, შეინახება შენი პროფილის ფოტოების გადასამოწმებლად, თაღლითობის შესამცირებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ სხვა პროფილი არ იყენებდეს შენთან მსგავსებას. ეს მონაცემები ასევე გამოიყენება იმის შესამოწმებლად, ნამდვილად ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის თუ არა შენს ვიდეოსელფიში, პირადობის მოწმობის ფოტოსა და პროფილის ფოტოებზე აღბეჭდილი გამოსახულება. შენი სახის გეომეტრიის მონაცემები ინახება შენი ანგარიშის მოქმედების განმავლობაში, რათა შეინარჩუნო შენი ID + ფოტოემბლემა, რაც საშუალებას გაძლევს, განაახლო და შეცვალო შენი პროფილის ფოტოები და ამავდროულად შეინარჩუნო შენი ემბლემა. შენი ვიდეოსელფი წაიშლება და არ დაემატება შენს პროფილს, მაგრამ ამ ფუნქციის აუდიტისა და მართვის მიზნით შენი ვიდეოსელფიდან ვინახავთ ეკრანის ორ საკონტროლო ანაბეჭდს.
- ID გადამოწმების ეტაპი მოიცავს Tinder-ის მიერ სახელმწიფო საიდენტიფიკაციო დოკუმენტის შემოწმებას. ეს ხელსაწყო ამოწმებს, რამდენად ემთხვევა ID-ის ფოტო ვიდეო სელფიში ასახულ სახეს, რომელიც ფოტო ვერიფიკაციის გავლისას შევინახეთ, და შენს პროფილის ფოტოებს. თუ უკვე დაასრულე ფოტო ვერიფიკაცია, ID-ზე არსებული ფოტო შემოწმებულია სახის ამოცნობის შენ მიერ შენახული ინფორმაციის საფუძველზე და აღარ მოგთხოვთ სხვა ვიდეოსელფის გადაღებას. Tinder ასევე ამოწმებს, დაბადების ID-ზე მითითებული თარიღის მიხედვით ხარ თუ არა 18 წელზე მეტი ასაკის და ემთხვევა თუ არა ის შენს პროფილზე არსებულ ინფორმაციას. თუ ინფორმაცია არ ემთხვევა, შენს პროფილზე არსებული თარიღი განახლდება წარდგენილი ID-ს ინფორმაციის გამოყენებით. შენი ID-ს რედაქტირებული ფოტო შეინახება შენი ანგარიშის მოქმედების განმავლობაში, ამ ფუნქციის აუდიტის მიზნით. ანგარიშის მოქმედების განმავლობაში შევინახავთ ID-ზე მითითებულ სახელსა და გვარს, აუდიტისა და ვერიფიკაციის დადასტურების მიზნით.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გამოყენების, შენახვისა და წაშლის შესახებ დამატებითი დეტალების მისაღებად გაეცანი ქვემოთ არსებულ სექციებს.
ID-ს გადასამოწმებლად დაშვებული ID ფორმები
ID + ფოტო ვერიფიკაციის პროცესში (ID-ს გადამოწმების ეტაპზე) ფოტო ვერიფიკაციისთვის დაშვებულია სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტი (ID). მხარდაჭერილი ფოტო ID-ები მოიცავს მართვის მოწმობას, პასპორტებსა და ეროვნულ ID ბარათებს.
პირადობის მოწმობის წარდგენისას დარწმუნდი, რომ გამოსახულება სრულად ჩანს და ფოტოზე მკაფიოდაა აღბეჭდილი შენი სახე, სახელი, გვარი და დაბადების თარიღი.
როგორ გამოიყენება ჩემი ID + ფოტო ვერიფიკაციის ინფორმაცია
ID + ფოტო ვერიფიკაციასთან დაკავშირებული შენი მოთხოვნის დამუშავების მიზნით ვიყენებთ შეგროვებულ მონაცემებს. ფოტო ვერიფიკაციის პროცესის შესასრულებლად ვიყენებთ სახის გეომეტრიის ინფორმაციას, რომელიც ამოღებულია შენი ვიდეოსელფიდან და პროფილის ფოტოებიდან. ID გადამოწმების პროცესის შესასრულებლად ვიყენებთ შენი ID ფოტოს, სახელს, გვარსა და დაბადების თარიღს, შენი ID-ს წინა მხარის რედაქტირებულ ეკრანის ანაბეჭდს. ამ ფუნქციის უზრუნველსაყოფად ზემოხსენებული ინფორმაციის გამოყენების შესახებ დეტალებს გაეცანი ზემოთ, სექციაში „როგორ მუშაობს ID + ფოტო ვერიფიკაცია“. თუ იმყოფები შეერთებულ შტატებში და მონაწილეობ ჩვენს ID ვერიფიკაციის პროცესში, შენი ინფორმაცია ასევე გამოყენებული იქნება რეგისტრირებული სექსუალური მოძალადის (RSO) სტატუსის შესამოწმებლად (იხილე აშშ-ის რეზიდენტებისთვის წარსულის აუცილებელი შემოწმება).
რა ინფორმაცია ინახება ID + ფოტო ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ
ფოტო ვერიფიკაციის ეტაპზე შენი ვიდეოსელფიდან შევინახავთ ეკრანის ორ საკონტროლო ანაბეჭდს შენი ანგარიშის მოქმედების განმავლობაში, ამ ფუნქციის ფოტო ვერიფიკაციის ეტაპის აუდიტირების მიზნებისთვის. შენი ანგარიშის მოქმედების განმავლობაში ასევე ვინახავთ სახის გეომეტრიის შენი ვიდეოსელფიდან ამოღებულ ინფორმაციას, რაც საშუალებას მოგცემს, შენი პროფილის ფოტოების განახლებისას შეინარჩუნო შენი ID + ფოტო ვერიფიკაციის ემბლემა.
ID-ს გადამოწმების ეტაპზე, ამ ფუნქციის აუდიტის მიზნით, შენი ანგარიშის არსებობის განმავლობაში ვინახავთ შენი ID-დან ამოღებული ფოტოს ასლს, ID-ზე არსებულ სახელს, გვარსა და შენი ID-ს წინა მხარის რედაქტირებულ ფოტოს. შენი ID-ს რედაქტირებული ფოტო აჩვენებს მხოლოდ ზემოთ არსებულ სექციაში „როგორ გამოიყენება ჩემი ID + ფოტო ვერიფიკაციის ინფორმაცია“ აღწერილ ინფორმაციას და ფარავს სხვა სახის ნებისმიერ ინფორმაციას, როგორიცაა შენი მისამართი, ფიზიკური მახასიათებლები, ID-ს ნომერი თუ შტრიხკოდი.
ჩვენ შევინახავთ საერთო პროცესის შედეგებსაც (წარმატებულს თუ წარუმატებელს).
ზემოთ მითითებულ ინფორმაციას ჩვენს Amazon Web Service (AWS) სერვერებზე ვინახავთ. თუ გსურს გაიგო მეტი, გადახედე AWS-ის კონფიდენციალურობის პრაქტიკას. შენი სახის გეომეტრიის ინფორმაციასა და ეკრანის ანაბეჭდებს არ ვუზიარებთ არცერთ სხვა, მესამე მხარეს.
შენი ანგარიშის დახურვის შემდეგ ზემოთ მითითებული ინფორმაცია წაიშლება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
როგორ წავშალო ჩემი ID + ფოტო ვერიფიკაციის ინფორმაცია
შენი ID + ფოტო ვერიფიკაციის ინფორმაცია მოიცავს შენი (1) სახის გეომეტრიის მონაცემებს (ეს არის სახის „შაბლონი“, რომელიც გამოიყენება ფოტო ვერიფიკაციის შემოწმების შესასრულებლად), (2) შენი ID-დან ზემოთ აღწერილი ინფორმაციის შესაბამისად ამოღებულ მონაცემებს, (3) შენი ID-ს რედაქტირებულ ასლსა და (4) შენი ვიდეოსელფის ეკრანის ანაბეჭდებს. ამ ტიპის მონაცემების წაშლის შესახებ ინფორმაცია იხილე ქვემოთ.
სახის გეომეტრიის მონაცემები
შენი სახის გეომეტრიის მონაცემების წაშლა აპის პარამეტრების გვერდიდან, Tinder ანგარიშის წაშლით შეგიძლია.
რატომ უნდა წავშალო ჩემი ანგარიში ამ მონაცემების წასაშლელად?
Tinder-ის ID + ფოტო ვერიფიცირებული ემბლემა შესანიშნავი საშუალებაა, აჩვენო პოტენციურ მეჩებს, რომ ნამდვილად ისე გამოიყურები, როგორც შენი პროფილის სურათებსა და ID-ზე. იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლები შეცდომაში არ შეიყვანოს ან არ დააბნიოს მათი მეჩების ID + ფოტო ვერიფიკაციის სტატუსმა, მომხმარებლებს არ ვაძლევთ ვერიფიკაციის მონაცემების მეჩების გადატვირთვის გარეშე წაშლის (შესაბამისად, ID + ფოტო ვერიფიკაციის გამორთვის) შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში მათ უხდებათ ყველაფრის ხელახლა დაწყება და ჩვეულებრივი, ფოტოვერიფიკაციის არმქონე ანგარიშით სარგებლობა. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს ID + ფოტო ვერიფიცირებულის ემბლემის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებასა და სხვა მომხმარებლებისთვის იმის გაადვილებას, რომ დარწმუნდნენ, სარგებლობენ თუ არა მათი მეჩები ID + ფოტო ვერიფიცირებული ანგარიშებით.
შენი ანგარიშის დახურვისას ზემოთ მითითებული ინფორმაცია წაიშლება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
ID-დან ამოღებული მონაცემები და ID-ს რედაქტირებული ასლი
ჩვენ ვინახავთ შენი ID-დან ამოღებულ ინფორმაციას (დეტალურად აღწერილია ზემოთ, სექციაში „რა ინფორმაცია ინახება ID + ფოტო ვერიფიკაციის დასრულების შემდეგ“) რათა შევინარჩუნოთ შენი ID ვერიფიკაცია.
შენი ანგარიშის მოქმედების განმავლობაში ასევე ვინახავთ შენი ID-ს რედაქტირებულ ასლს, ამ ფუნქციის აუდიტის მიზნით. შენი ID-ს რედაქტირებული ფოტო აჩვენებს მხოლოდ ზემოთ არსებულ „როგორ გამოიყენება ჩემი ID + ფოტო ვერიფიკაციის ინფორმაცია“ აღწერილ ინფორმაციას და ფარავს სხვა სახის ნებისმიერ ინფორმაციას, როგორიცაა შენი მისამართი, ფიზიკური მახასიათებლები, ID-ს ნომერი და შტრიხკოდი.
თუ გსურს შენი ID-დან ამოღებული ინფორმაციის ან რედაქტირებული ID-ს წაშლა, შეგიძლია წაშალო შენი ანგარიში ისე, როგორც ეს მითითებულია ამ სექციის ზემოთ. იმავე მიზეზთა გამო ჩვენ მომხმარებლებისგან მოვითხოვთ, რომ წაშალონ თავიანთი ანგარიშები და თავიდან დარეგისტრირდნენ დაუდასტურებელი ანგარიშით.
ვიდეოსელფის ეკრანის ანაბეჭდები
შენი ვიდეოსელფიდან ამოღებული ეკრანის ორი ანაბეჭდის წასაშლელად მიმართე ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. ეს ინფორმაცია ნებისმიერ შემთხვევაში წაიშლება ანგარიშის დახურვისას, ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის გათვალისწინებით.
რეგისტრირებული სქსუალური მოძალადის სტატუსის გადამოწმება აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის
თუ იმყოფები შეერთებულ შტატებში და მონაწილეობ ჩვენს ID ვერიფიკაციის პროცესში, შენი ინფორმაცია გამოყენებული იქნება რეგისტრირებული სექსუალური მოძალადის (RSO) სტატუსის შემოწმების მიზნით. როდესაც მიუთითებ შენს აშშ-ის ID-ს, Tinder RSO შემოწმებას ჩაატარებს მესამე მხარის სერვისის დახმარებით. გადამოწმების პროცესის მიმდინარეობისას ამ საიტზე გაზიარებულ იქნება შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი, მეორე სახელი და გვარი
- დაბადების თარიღი
თუ ამ შემოწმების საშუალებით ნაპოვნი იქნება ინფორმაცია, შენი ანგარიში გადამოწმდება ხელით და ჩვენი გუნდი მიიღებს შესაბამის ზომებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილე ჩვენი მომსახურების პირობები.
ეს პროცესი გვეხმარება Tinder-ზე უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში.
შენიშვნა: იურიდიული შეზღუდვებიდან გამომდინარე რეგისტრირებული სექსუალური მოძალადის გადამოწმება ამჟამად არ სრულდება მეინის შტატში.
მეტი ინფორმაცია Tinder-ის მონაცემთა პრაქტიკის შესახებ, მათ შორის ჩემი კონფიდენციალურობის უფლებებზე
გაეცანი ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც შეიცავს „შენი უფლებების“ პუნქტსაც და შეიტყვე მეტი კონფიდენციალურობის ჩვენი პრაქტიკის შესახებ.
კიდევ მაქვს შეკითხვები
დაგვიკავშირდი ნებისმიერ დროს!