ზოგიერთ ბაზარზე ამ ფუნქციის განსხვავებულ ვერსიას ვტესტავთ, რომელიც Apple-ის Vision ფრეიმვორკის დახმარებით პროფილის ფოტოების შემოთავაზებებს გაწვდის. ამ სტატიაში ახსნილია, როგორ მუშაობს ფუნქციის ეს ვერსია.
გაითვალისწინე: მომხმარებლებისთვის, რომლებიც ამის ნაცვლად ფოტოს ამომრჩევს ხედავენ, წაიკითხეთ ეს სტატია.
მუშაობის პრინციპები
ეს ფუნქცია გეხმარება, გალერეაში იპოვო ფოტოები, რომლებიც შეიძლება პროფილის ფოტოებად გამოგადგეს. ამისთვის ის ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ფოტოს ხარისხი და ის, ფოტოზე ერთი ადამიანია თუ ჯგუფი. იმ ფოტოების პოვნის მცდელობისას, რომლებზეც ჩანხარ, ის Apple-ის Vision ფრეიმვორკის დახმარებით ქმნის ბიომეტრიული მახასიათებლების ანაბეჭდებს — შენს Tinder-ის პროფილზე ამჟამად არსებულ ფოტოებსა და გალერეის ფოტოებზე გამოსახული სახეების რიცხვით წარმოდგენებს. Tinder შენს მოწყობილობაზე ადარებს ამ მახასიათებლების ანაბეჭდებს, რათა იპოვოს ფოტოები, რომლებზეც, სავარაუდოდ, ჩანხარ. შენ ირჩევ, ფოტოებიდან რომელი დაემატოს შენს პროფილზე, ან საერთოდ დაემატოს თუ არა.
როგორ გამოიყენება ჩემი მონაცემები
ეს ანალიზი შენს მოწყობილობაზე მიმდინარეობს. მახასიათებლების ანაბეჭდები მხოლოდ დროებით იქმნება და გამოიყენება შენი მოწყობილობის მეხსიერებაში, არასდროს იგზავნება Tinder-ში, არ ინახება და ფუნქციიდან გასვლისას იშლება.
Tinder მხოლოდ იმ ფოტოებს იღებს, რომლებსაც შენს პროფილზე დასამატებლად აირჩევ. როგორც ფოტოს ამომრჩევის შემთხვევაში, ატვირთვისთვის შერჩეულ ფოტოებზე პასუხისმგებლობა შენ გეკისრება.
უარის თქმა
ეს ფუნქცია არჩევითია და შეგიძლია, ფოტოები მანუალურად შეარჩიო. შეგიძლია, შენი მოწყობილობის პარამეტრებში ნებისმიერ დროს გააუქმო ან შეზღუდო Tinder-ის წვდომა შენს გალერეაზე.
ფოტოს სხვა ფუნქციები
ზოგიერთ ბაზარზე Tinder ასევე გთავაზობს გალერეის სკანირების არჩევით ფუნქციას, რომელიც პროფილზე დასამატებელ ფოტოებსა და თემებს გირჩევს. მეტი ინფორმაციისთვის იხილე ფოტო-შემოთავაზებები.