გაითვალისწინე: ზოგიერთ რეგიონში მომხმარებლებმა შესაძლოა ამ ფუნქციის განსხვავებული ვერსია იხილონ (შენთვის საუკეთესო ფუნქციის პოვნა). თუ ამ ფუნქციას ხედავ და მეტი ინფორმაციის მიღება გსურს, წაიკითხე ეს სტატია.
რა არის ფოტოს ამომრჩევი?
ფოტოს ამომრჩევი არის მოწყობილობის ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარება დაადგინო, შენს გალერეაში არსებული სურათებიდან, რომელი შეიძლება გამოდგეს პროფილის ფოტოდ. გამოიყენე ხელოვნური ინტელექტი, რათა სწრაფად იპოვო ფოტოები შენი პროფილისთვის, სელფის გადაღებით ან უკვე არსებული ფოტოს გამოყენებით, დანარჩენი ფოტოს ამომრჩევს მიანდე. რეგისტრაციისას და პროფილის ფოტოს დამატებისას, ეს ინსტრუმენტი შენთვის ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი.
როგორ მუშაობს ფოტოს ამომრჩევი?
პირველ რიგში, მოწყობილობაში შენი ფოტოების მოსაძებნად ბიომეტრიული მონაცემების გენერირება დაგჭირდება. ორი არჩევანი გექნება — შეგიძლია, ისეთი პროფილის ფოტო გამოიყენო, რომელშიც სახე გიჩანს, ან სელფი გადაიღო.
შემდეგ, ფუნქცია შენი გალერეიდან ისეთ ფოტოებს შეარჩევს, რომლებიც შეიძლება პროფილის ფოტოებად გამოდგეს. ეს შერჩევა ეფუძნება იმას, რაც ჩვენი გამოცდილებით კარგ პროფილის ფოტოს ქმნის, მაგალითად, განათებას, კომპოზიციას და სხვა ფაქტორებს. ფუნქცია ასევე გამორიცხავს ჯგუფურ ფოტოებს ან ფოტოებს, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევს ჩვენს გამოყენების წესებსა და გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის.
საბოლოოდ, აირჩევ, შემოთავაზებული ფოტოებიდან რომელი ატვირთო შენს პროფილზე. გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელსაწყო შენს დასახმარებლადაა შექმნილი, საბოლოოდ შენ ხარ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ატვირთავ, მათ შორის იმაზეც, რომ ფოტოები, რომელთა ატვირთვასაც გადაწყვეტ, შეესაბამებოდეს ჩვენს გამოყენების წესებსა და გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის, ასევე ნებისმიერ ადგილობრივ კანონს, რომელიც შეიძლება ფოტოს ამომრჩევი ხელსაწყოს გამოყენებაზე ვრცელდებოდეს.
ასევე, გახსოვდეს, რომ პირველი ნაბიჯის შესასრულებლად შენს ფოტობიბლიოთეკაზე სრული ან ნაწილობრივი წვდომის, ხოლო კამერაზე წვდომის გააქტიურებაზე ნებართვის მიცემა დაგჭირდება. წვდომის დონის დასარეგულირებლად, შენი პარამეტრების შეცვლას ყოველთვის შეძლებ, ასევე შეგიძლია წვდომა საერთოდ გააუქმო, როგორც კი დაასრულებ.
როგორ იყენებს ფოტოს ამომრჩევი ჩემს მონაცემებს?
აი, საუკეთესო ნაწილი. ფოტოს ამომრჩევი ფუნქცია მთლიანად შენს მოწყობილობაზე მუშაობს და მას ყოველთვის შენ აკონტროლებ. ქვემოთ იხილე დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენება შენი მონაცემები პროცესის თითოეულ ეტაპზე:
- პროფილის ფოტოს შეთავაზება: ფოტოს ამომრჩევი არ იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს, რათა პროფილის ფოტო შემოგთავაზოს. ნაცვლად ამისა, Tinder-ი კონფიდენციალურობის შენარჩუნების ხელსაწყოს იყენებს, რათა ბიომეტრიული მონაცემების გენერირებისა და შენი სახის მახასიათებლების შესახებ დეტალების შეგროვების გარეშე აღმოაჩინოს, შენი პროფილის რომელ ფოტოს აქვს სახის მონახაზი. ეს პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე ხდება და Tinder-ი არ იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ პროფილის რომელ ფოტოს აქვს სახე გამოვლენილი.
- შენი ბიომეტრიული მონაცემების გენერირება და გამოყენება: ბიომეტრიული მონაცემები შენი პროფილის ფოტოდან ან ვიდეოსელფიდან გენერირდება და შემდეგ შენს გალერეაში არსებულ ფოტოებს შედარდება. Tinder-ი არ აგროვებს, არ ინახავს, არ აქვს წვდომა და არ იღებს არანაირ ბიომეტრიულ მონაცემს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას შენი სელფი ვიდეოდან, პროფილის ფოტოდან ან გალერეაში არსებული ფოტოებიდან. ნაცვლად ამისა, მთელი პროცესი შენს მოწყობილობაში მიმდინარეობს. ამ ფუნქციის ფარგლებში გამოყენებული ნებისმიერი ბიომეტრიული მონაცემი წაიშლება შენი მოწყობილობიდან მაშინვე, როგორც კი ფუნქციიდან გამოხვალ.
- შენი ფოტოების სკანირება: Tinder-ი არ აგროვებს არცერთ ფოტოს შენი გალერეიდან და არც მათზე აქვს წვდომა, ხოლო გარკვეული ფოტოების სკანირებისა და შემოთავაზების პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე მიმდინარეობს. Tinder-ი მხოლოდ იმ ფოტოებს აგროვებს, რომელთა პროფილზე ატვირთვასაც გადაწყვეტ.
რატომ ვერ ვხედავ ჩემს მეგობრებთან გადაღებულ ფოტოებს რეკომენდაციებში?
ფოტოს ამომრჩევი ჯგუფური ფოტოების გამოსარიცხადაა მოწყობილი. გთხოვთ, ეს ფუნქცია მხოლოდ შენი ფოტოების მოსაძებნად გამოიყენო.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებული ფოტოები არ მომწონს?
თუ ფოტოს ამომრჩევი ისეთ ფოტოებს შემოგთავაზებს, რომელიც შენი აზრით საუკეთესო არჩევანი არ არის, შენი უკუკავშირი ჩვენს კონტაქტის ფორმაში გაგვიზიარე. შენი უკუკავშირი გადამწყვეტ როლს თამაშობს ფუნქციის გაუმჯობესებაში.
სად არის ფოტოს ამომრჩევი ხელმისაწვდომი?
ფოტოს ამომრჩევი Android-ისა და iOS-ის მომხმარებლებისთვის მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.