ფოტოს ინსაითები შენი ინტერესების, პიროვნულობისა თუ ცხოვრების სტილის მოკლე აღწერაა, რომელიც შენს გალერეაში პატერნების ანალიზით გენერირდება. ეს ფუნქცია შერჩეულ ბაზრებზე iOS-ის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
წვდომა ფოტოს ინსაითებზე
ფოტოს ინსაითების პოვნა ქვემოთ მოცემული ინსტრუქციების დახმარებით შეგიძლია:
- გახსენით Tinder-ი
- დააჭირე პროფილის ხატულას
- დააჭირე ქიმიის ხატულად
ფოტოს ინსაითების გამოყენება
როცა ფოტოს ინსაითებზე თანხმობას აცხადებ, შენი კამერის ფოტოებს ვაანალიზებთ, რათა ძირითადი თემები ვიპოვოთ, რომელიც Tinder-ს შენი გამოცდილების პერსონალიზაციასა და შენ სხვებთან დაკავშირებაში დაეხმარება. ეს რამდენიმე ნაბიჯის გავლით ხორციელდება:
- სკანირება: ნებართვის გაცემის შემდეგ, შენს გალერეას უშუალოდ შენს მოწყობილობაზე ვასკანირებთ ფოტოების ხარისხისა და შინაარსის გასაანალიზებლად.
- ინსაითების გენერირება: შერჩეული ფოტოები დროებით ჩვენს სერვერზე იტვირთება, AI ტექნოლოგიის დახმარებით, შენი ფოტოს ინსაითების დასაგენერირებლად. ფოტოს ინსაითები შენს ფოტოებში იდენტიფიცირებულ თემებსა და ობიექტებს ეყრდნობა.
- ფოტოს ინსაითების შერჩევა: ჩვენ შეგატყობინებთ, როცა შენი ფოტოს ინსაითები მზად იქნება გადასახედად და შენ აირჩევ რომელი ფოტოს ინსაითის შენახვა გსურს.
- ფოტოების პერსონალიზებული შემოთავაზებები: შენ მიერ დატოვებულ ფოტოს ინსაითებს ისეთი ფოტოების შემოსათავაზებლად ვიყენებთ, რომელთა დამატებაც შეიძლება შენს პროფილზე გინდოდეს. აქ ვგულისხმობთ როგორც ინდივიდუალურ ფოტოებს, ისე კოლაჟებს, რომლებიც უკეთ წარმოაჩენს შენს პიროვნებას. ეს რეკომენდაციები ეფუძნება იმას, თუ როგორი ტიპის ფოტოები მუშაობს უკეთესად, და ამავე დროს მორგებულია შენზე: შენს ცხოვრების სტილზე, ინტერესებსა და პიროვნულ მახასიათებლებზე, რომლებიც შენს ფოტოს ინსაითებშია ასახული. ასევე შესაძლებლობა გექნება, გალერეაში შენი ფოტოების იდენტიფიცირებისთვის სელფი გადაიღო ან ბიომეტრიული მონაცემების შესაქმნელად პროფილის ფოტო გამოიყენო.
- ფოტოების შემოთავაზებების შერჩევა: თავად აირჩევ, რომელი ფოტოების ატვირთვა გსურს შენს პროფილზე. შენს პროფილზე ფოტოებს შენი ნებართვის გარეშე არ დავამატებთ.
როგორც კი შენს ფოტოს ინსაითებს გადახედავ და დაადასტურებ, ისეთი ფუნქციები გაგეხსნება, როგორიცაა ფოტო რეკომენდაციები. შენს ფოტოებში არსებული "ინსაითების" გააზრების საფუძველზე, ფოტო რეკომენდაციები გთავაზობს კამერის გალერეიდან კონკრეტულ ფოტოებს, რომლებიც ყველაზე კარგად აღწერს შენს პიროვნებას. ასე პროფილის განახლება უფრო მარტივია და შეგიძლია დაამატო ისეთი ფოტოები, რომლებიც აპში შენს იმიჯს კიდევ უფრო გააძლიერებს. ასევე, ფოტოს ინსაითებს გამოვიყენებთ, რათა პოტენციურ მეჩებთან უკეთ წარმოვაჩინოთ ვინ ხარ და აგიხსნათ, რატომ შეიძლება კონკრეტული რეკომენდაციები შენთვის უფრო შესაბამისი იყოს.
როგორ იყენებს ფოტოს ინსაითები შენს მონაცემებს
ფოტოს ინსაითები
თუ ამ ფუნქციას ჩართავ, შენს გალერეაში ისეთ ფოტოებს ვიპოვით, რომლებიც ხარისხითა და შინაარსით ყველაზე კარგად აღწერს, თუ ვინ ხარ. შენ შესახებ კი რელევანტურ ინსაითებს მოგვაწვდის. იდენტიფიცირებული ფოტოები დროებით Tinder-ის სერვერებზე იტვირთება და ჩვენი AI ტექნოლოგიის პროვაიდერთან ზიარდება, მხოლოდ და მხოლოდ, ფოტოს ინსაითების შექმნის მიზნით. შემდეგ შენი ფოტოები იშლება, თუ მათ პროფილზე დამატებას არ გადაწყვეტ, მაგალითად, ფოტო რეკომენდაციების ფუნქციის გამოყენებით.
ფოტოს ინსაითები, რომელთა დატოვებასაც გადაწყვეტ, შენი ინსაითების ჰაბში ემატება. ამ ინფორმაციას Tinder-ი გამოიყენებს, რომ შენი გამოცდილება უფრო პერსონალური გახადოს. ეს გულისხმობს, რომ შემოგთავაზოს ფოტო რეკომენდაციები და უკეთ დაგაკავშიროს იმ ადამიანებთან, ვინც შენთვის შეიძლება უფრო საინტერესო იყოს. ფოტოს ინსაითები, რომელთაც არ შეინახავ, 90 დღეში წაიშლება. ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი შეიძლება ფოტოს ინსაითების ფუნქციის გასაუმჯობესებლად გავაანალიზოთ.
ფოტოების შემოთავაზებები & კოლაჟები
თუ გალერეის სკანირებას ჩართავ, ჩვენ სკანირებით გავიგებით, თუ რა სახის ფოტოები გაქვს, მაგალითად, ახლო ხედები, მთლიანი ტანის კადრები, ჯგუფური ფოტოები ან თემები, როგორიცაა მოგზაურობა თუ შინაური ცხოველები. ამას ავტომატიზებული ტექნოლოგიის გამოყენებით ვაკეთებთ, რომელიც შენს ფოტოებში ვიზუალურ პატერნებს აანალიზებს. ამ პატერნების, შენი ფოტოს ინსაითებისა და იმ ცოდნის საფუძველზე, თუ რა მუშაობს უკეთ Tinder-ზე, შემოგთავაზებთ რამდენიმე ფოტოს, რომლის დამატებაც შესაძლოა შენს პროფილზე ღირდეს. ჩვენი მიზანია, მკაფიო, მრავალფეროვანი ფოტოების შერჩევაში დაგეხმაროთ, რომელიც სხვადასხვა კუთხით წარმოგაჩენს. ფოტოები შენს პროფილზე არ დაემატება, თუ არ ისურვებ - ყველაფერს შენ აკონტროლებ.
როგორ გამოიყენება ბიომეტრიული მონაცემები ფოტოების შემოთავაზებებისთვის?
თუ გსურს, შემოგთავაზოთ ფოტოები, რომლებშიც შენ ხარ, შეგიძლია შენი ფოტოების მოსაძებნად შენს მოწყობილობაზე ბიომეტრიული მონაცემები შექმნა. ამას შეძლებ სელფის გადაღებით ან არსებული პროფილის ფოტოთი, რომელზეც მხოლოდ შენ ხარ, თუ ასეთი გაქვს. შენი მონაცემები ასე მუშავდება:
- პროფილის ფოტოს შემოთავაზება: თუ შესაბამისი ფოტო გაქვს, ჩვენ შემოგთავაზებთ ერთ ვარიანტს, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, როგორც პროფილის ფოტო. Tinder-ი იყენებს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიას, რათა დაადგინოს, შენს რომელ პროფილის ფოტოზე ჩანს სახის კონტური ისე, რომ არ შეიქმნას ბიომეტრიული მონაცემები და არ შეგროვდეს შენი სახის მახასიათებლების დეტალები. ეს პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე მიმდინარეობს.
- ბიომეტრიული მონაცემების გენერირება და გამოყენება: ბიომეტრიული მონაცემები შენი პროფილის ფოტოდან ან სელფიდან გენერირდება და შემდეგ შენს გალერეაში არსებულ ფოტოებს შედარდება. Tinder არ აგროვებს, არ ინახავს, არ აქვს წვდომა და არ იღებს არანაირ ბიომეტრიულ მონაცემს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას შენი სელფიდან, პროფილის ფოტოდან ან გალერეაში არსებული ფოტოებიდან. ნაცვლად ამისა, მთელი პროცესი შენს მოწყობილობაში მიმდინარეობს. ამ ფუნქციის ფარგლებში გამოყენებული ნებისმიერი ბიომეტრიული მონაცემი წაიშლება შენი მოწყობილობიდან მაშინვე, როგორც კი ფუნქციიდან გამოხვალ. შენი სელფიც იშლება.
- შენი ფოტოების სკანირება: ამა თუ იმ ფოტოს შემოთავაზების პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე მიმდინარეობს. Tinder-ი მხოლოდ იმ ფოტოებს ინახავს, რომელთა პროფილზე ატვირთვასაც გადაწყვეტ.
ეს ნაბიჯი არასავალდებულოა და სელფის გადაღება არ გჭირდება. თუ არ აირჩევ შესაბამის პროფილის ფოტოს ან არ გადაიღებ სელფის, შენს გალერეას ფოტოს ინსაითების შესაქმნელად მაინც დავასკანირებთ. თუმცა ასეთ შემთხვევაში ფოტო რეკომენდაციებსა და კოლაჟებში შეიძლება შენ თავად არ ჩანდე.
ფოტოს ინსაითების შეზღუდვები
ფოტოს ინსაითების, რეკომენდაციებისა და კოლაჟების შესაქმნელად გამოყენებული ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ იყოს სასარგებლო და ავტომატურად გამორიცხოს ისეთი ფოტოები ან ინსაითები, რომლებიც შეიძლება არღვევდეს ჩვენს გამოყენების პირობებს ან გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის, მაგრამ ტექნოლოგია 100%-ით ზუსტი არაა. ზოგჯერ შეიძლება შემოგთავაზოს ისეთი ფოტოები, რომლებიც შენს გემოვნებას არ შეესაბამება, ან არასწორად აღიქვას შენი ცხოვრების კონკრეტული სტილი. გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელსაწყო შენს დასახმარებლადაა შექმნილი, საბოლოოდ ატვირთულ ფოტოებზე შენ ხარ პასუხისმგებელი; გთხოვთ, დარწმუნდე, რომ ისინი ჩვენი გამოყენების წესებს, გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის და ადგილობრივ კანონებს შეესაბამება.
ასევე გაითვალისწინე:
- შესაბამისობა: თუ საკმარისი ფოტოები არ გაქვს, ფოტოს ინსაითები და ფოტოების შემოთავაზებები შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს. შენს გალერეას პერიოდულად შევამოწმებთ, რათა ვნახოთ, გაქვს თუ არა საკმარისი ახალი ფოტო, რომ ფუნქცია გამოიყენო.
- სკანირების უწყვეტობა: შეწყვეტის შემთხვევაში, სკანირება განახლდება შემდეგ ჯერზე, როცა აპში შემოხვალ.
-
თავიდან დასკანირება: თუ შენი გალერეის თავიდან დასკანირებას აირჩევ, ძველი ფოტოს ინსაითები ჩანაცვლდება ბოლო სკანირებიდან მიღებული ახალი ინსაითებით.
სენსიტიური საკითხები
ზოგჯერ, შენს ფოტოებში იდენტიფიცირებული პატერნების მიხედვით, ფოტოს ინსაითები შეიძლება მიუთითებდეს თემებზე, რომლებიც კულტურას, რელიგიას, პოლიტიკას, ცხოვრების სტილსა თუ სხვა პოტენციურად სენსიტიურ საკითხს ეხება. ეს ინსაითები ავტომატურად გენერირდება და შეიძლება, შენს პირად შეხედულებებსა თუ იდენტობას ყოველთვის ზუსტად არ ასახავდეს. ყოველთვის გექნება შესაძლებლობა, გამოყენებამდე გადახედო და აირჩიო, რომელი ფოტოს ინსაითი შეინახო. ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლია მათი წაშლა ინსაითების ჰაბიდან.
თანხმობის გაუქმება ან შენი მონაცემების წაშლა
შენს ფოტოებსა და ფოტოს ინსაითებს შენ აკონტროლებ გალერეის სკანირებაზე უარის თქმა შეგიძლია.
- ინსაითების ჰაბი: ფოტოს ინსაითების არჩევის შემდეგ, შეგიძლია ინსაითების ჰაბში შენი ფოტოს ინსაითები ნებისმიერ დროს მართო და წაშალო.
- შემოთავაზებული ფოტოები & კოლაჟები: მხოლოდ ის რეკომენდებული ფოტოები და კოლაჟები დაემატება შენს პროფილს, რომლებსაც თავად აირჩევ. მათი წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი პროფილის რედაქტირების პარამეტრებში.
- გალერიის ნებართვები: შეგიძლია ნებისმიერ დროს შეცვალო ან გააუქმო გალერეაზე წვდომა შენი მოწყობილობის სისტემის პარამეტრებიდან.
ეწვიე ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და გაიგე მეტი ჩვენს კონფიდენციალურობის პრაქტიკასა და შენს უფლებებზე. ასევე შეგიძლია გაიგო როგორ მოითხოვო შენი მონაცემების ასლი.