ფოტოს ინსაითები შენი ინტერესების, პიროვნულობისა თუ ცხოვრების სტილის მოკლე აღწერაა, რომელიც შენს გალერეაში პატერნების ანალიზით გენერირდება. ეს ფუნქცია შერჩეულ ბაზრებზეა ხელმისაწვდომი.
Tinder-ზე დარეგისტრირებისას ზოგიერთ ბაზარზე შეგიძლია დაუშვა, რომ ფოტოს ინსაითების გასააქტიურებლად დავასკანიროთ შენი გალერეა, რათა დაგეხმაროთ შენი პროფილის უფრო სწრაფად შექმნაში. შენი ფოტოებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით ჩვენ შემოგთავაზებთ ფოტოებს, ინტერესებსა და მინიშნებებს, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში დაამატებ. სიტუაციას თავად აკონტროლებ — შენს პროფილს არაფერი დაემატება, თუ ამას შენ თვითონ არ აირჩევ.
წვდომა ფოტოს ინსაითებზე
შენი ფოტოს ინსაითების სანახავად:
- გახსენით Tinder-ი
- დააჭირე პროფილის ჩანართს
- შენი პროფილის ზედა კუთხეში დააჭირე ქიმიის სურათს
შენიშვნა: ფოტოს ინსაითები ხელმისაწვდომია შერჩეულ ბაზრებზე.
ფოტოს ინსაითების გამოყენება
როცა ფოტოს ინსაითებზე თანხმობას აცხადებ, შენს გალერეაში არსებულ ფოტოებს ვაანალიზებთ, რათა ვიპოვოთ ძირითადი თემები, რომლებიც Tinder-ს შენი გამოცდილების პერსონალიზაციასა და სხვებთან შენს დაკავშირებაში დაეხმარება. ეს მოიცავს:
- სკანირება: ნებართვის გაცემის შემდეგ, შენს გალერეას უშუალოდ შენს მოწყობილობაზე ვასკანირებთ ფოტოების ხარისხისა და შინაარსის გასაანალიზებლად.
- ინსაითების გენერირება: შერჩეული ფოტოები დროებით ჩვენს სერვერზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის დახმარებით შენი ფოტოს ინსაითების დასაგენერირებლად აიტვირთება. ფოტოს ინსაითები შენს ფოტოებში იდენტიფიცირებულ თემებსა და ობიექტებს ეყრდნობა. ამის შემდეგ შენი ფოტოები წაიშლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რომელიმე მათგანს შენს პროფილზე დაამატებ.
- ფოტოების პერსონალიზებული შემოთავაზებები: შემოგთავაზებთ ფოტოებს, რომელთა დამატებაც შესაძლოა შენს პროფილზე გინდოდეს. ეს მოიცავს ინდივიდუალურ ფოტოებს, ან კოლაჟებს, რომლებიც უკეთ წარმოაჩენს შენს ხასიათს. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ჩვენი ინფორმაციით ეფექტურ ფოტოებს, რომლებიც მორგებულია შენზე: ცხოვრების შენს სტილზე, ინტერესებსა და პიროვნულ მახასიათებლებზე, რომლებიც ფოტოს შენს ინსაითებშია ასახული. შენი ამსახველი ფოტოების შემოთავაზებების მისაღებად შეგიძლია აირჩიო შენი ფოტო ამოცნობის, სელფის გადაღების ან პროფილის ფოტოს გამოყენების ვარიანტი, რათა ბიომეტრიული მონაცემების გენერირების მეშვეობით შენს გალერეაში შენი ფოტოების ამოცნობა შევძლოთ. შენ აირჩევ, ფოტოებიდან რომელი აიტვირთოს შენს პროფილზე. შენს პროფილზე ფოტოებს შენი ნებართვის გარეშე არ დავამატებთ.
- პერსონალიზებული პროფილის დაყენება: იმ შემთხვევაში, თუ ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია პროფილის დაყენების დროს, ჩვენ ასევე გამოვიყენებთ ფოტოს შენს ინსაითებს, რათა შემოგთავაზოთ შენს პროფილზე დასამატებელი ინტერესები, პოტენციური თემები „ჩემ შესახებ“ ფუნქციაზე დამატებისთვის და შეთავაზებები, რომელთა გამოყენებაც შენი პროფილის შესაქმნელად შეგიძლია. თავად ირჩევ, რა ინტერესები და კონტენტი დაემატება შენს პროფილს.
როგორ იყენებს ფოტოს ინსაითები შენს მონაცემებს
ფოტოს ინსაითები
თუ ამ ფუნქციას ჩართავ, შენს გალერეაში ვიპოვით ისეთ ფოტოებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, ფოტოს ხარისხის, შიგთავსისა და მსგავსების მიხედვით შენ შესახებ შესაბამის ინსაითებს მოგვაწვდის. იდენტიფიცირებული ფოტოები დროებით Tinder-ის სერვერებზე იტვირთება და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ჩვენს პროვაიდერთან მხოლოდ ფოტოს ინსაითების შექმნის მიზნით ზიარდება. ამის შემდეგ შენი ფოტოები წაიშლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ შენს პროფილზე დაამატებ.
შენი ფოტოს ინსაითები ხელმისაწვდომი იქნება ინსაითების შენს ჰაბში და გამოყენებული იქნება Tinder-ში შენი გამოცდილების პერსონალიზებისა და სხვებთან უკეთ დასაკავშირებლად. ამ ფუნქციის გასაუმჯობესებლად შესაძლოა გამოვიყენოთ ფოტოს ინსაითების ანალიზიც. ფოტოს ინსაითები, რომელსაც არ შეინახავ, 90 დღის განმავლობაში წაიშლება.
შენიშვნა: ზოგიერთ ბაზარზე შენი ფოტოს ინსაითების გამოიყენება მხოლოდ შენს პროფილზე დასამატებელი ფოტოების, ბიოგრაფიებისა და ინტერესების შემოთავაზებისთვის გამოიყენება და შემდეგ დაუყოვნებლივ იშლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვინახავთ შენი ფოტოს ინსაითებს და, შესაბამისად, აპლიკაციაში ინსაითების ჰაბი მიუწვდომელი იქნება.
ფოტოების შემოთავაზებები & კოლაჟები
თუ გალერეის სკანირებას ჩართავ, ჩვენ სკანირებით გავიგებთ, თუ რა სახის ფოტოები გაქვს, მაგალითად, იქნება ეს ახლო ხედები, მთლიანი ტანის კადრები, ჯგუფური ფოტოები თუ თემები, როგორებიცაა მოგზაურობა თუ შინაური ცხოველები. ამას ვაკეთებთ ავტომატიზებული ტექნოლოგიით, რომელიც შენს ფოტოებში ვიზუალურ მახასიათებლებს აანალიზებს. ამ მახასიათებლებზე, ფოტოს შენს ინსაითებსა და ჩვენი ინფორმაციით Tinder-ზე ეფექტურ ფოტოებზე დაყრდნობით შერჩეულ ფოტოებს Tinder-ზე ავტვირთავთ და შემოგთავაზებთ რამდენიმე ფოტოს, რომელთა შენს პროფილზე დამატებაც შეგიძლია. ჩვენი მიზანია, მკაფიო, მრავალფეროვანი ფოტოების შერჩევაში დაგეხმაროთ, რომელიც სხვადასხვა კუთხით წარმოგაჩენს. შენი ფოტოები მყისვე წაიშლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი მათ პროფილზე დაამატებ. შენი სურვილის გარეშე ფოტოები პროფილზე არ დაემატება — ყველაფერს შენ აკონტროლებ.
როგორ გამოიყენება ბიომეტრიული მონაცემები ფოტოების შემოთავაზებებისთვის?
თუ გსურს, შემოგთავაზოთ ფოტოები, რომლებშიც შენ ხარ, შეგიძლია შენი ფოტოების მოსაძებნად შენს მოწყობილობაზე ბიომეტრიული მონაცემები შექმნა. ამის გაკეთება შეგიძლია გალერეიდან შენი გამოსახულების მქონე სანიმუშე ფოტოს ამოცნობით, სელფის გადაღებით ან პროფილზე მხოლოდ შენი გამოსახულების მქონე ფოტოს გამოყენებით, თუკი ასეთი გაგაჩნია (შენიშვნა: ხელმისაწვდომი ვარიანტები განსხვავდება ბაზრის მიხედვით). შენ მიერ არჩეული ვარიანტის მიხედვით შენი მონაცემები დამუშავდება შემდეგნაირად:
- პროფილის ფოტოს შემოთავაზება: თუ შესაბამისი ფოტო გაქვს, ჩვენ შემოგთავაზებთ ფოტოს, რომელსაც პროფილის ფოტოდ გამოიყენებ. Tinder იყენებს კონფიდენციალურობაზე ორიენტირებულ ტექნოლოგიას, რათა დაადგინოს, პროფილის შენს რომელ ფოტოზე ჩანს სახის კონტური ისე, რომ არ შეიქმნას ბიომეტრიული მონაცემები და არ შეგროვდეს შენი სახის მახასიათებლების დეტალები. ეს პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე სრულდება.
- სელფის გადაღება: შესაძლოა გქონდეს სელფის გადაღების არჩევანი. თუ ამ ფუნქციას გამოიყენებ, შენს სელფის გამოვიყენებთ შენს გალერეაში გადაღებული ფოტოების ამოსაცნობად, როგორც ეს ამ სექციშია აღწერილი. ფუნქციის გამორთვისას შენი სელფიც წაიშლება.
- შენი სელფიდან ან პროფილის ფოტოდან ბიომეტრიული მონაცემების გენერირება და გამოყენება: ბიომეტრიული მონაცემები გენერირდება ან იმ ფოტოდან, რომელზეც თავად ადასტურებ, რომ შენ ხარ ასახული, ან შენი სელფიდან, შემდეგ კი ის ედრება შენს გალერეაში არსებულ ფოტოებს. Tinder არ აგროვებს, არ ინახავს, არ იღებს წვდომას ან სხვაგვარად არ მოიპოვებს შენი სელფიდან, პროფილის ფოტოდან ან გალერეაში არსებული ფოტოებიდან გენერირებულ ბიომეტრიულ მონაცემებს. პროცესი სრულად მიმდინარეობს შენს მოწყობილობაზე, ხოლო ამ ფუნქციის ფარგლებში გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემები ფუნქციიდან გამოსვლისთანავე წაიშლება შენი მოწყობილობიდან.
-
სანიმუშე ფოტოს იდენტიფიკაცია: ზოგიერთ ბაზარზე შესაძლოა შეძლო გალერეიდან შენი ფოტოს იდენტიფიცირება. ამისთვის, გალერეის სკანირების აირჩევისას, შენი გალერეის ფოტოებში არსებული მსგავსი სახეები ერთად ჯგუფდება, შენ კი მოგეთხოვება დაადასტურო, რომელ მათგანზე ხარ გამოსახული. ეს პროცესი მთლიანად შენს მოწყობილობაზე მიმდინარეობს. როდესაც დაადასტურებ, რომ ფოტოზე შენ ხარ, სახის რეფერენსი, რომელიც შესაძლოა ბიომეტრიულ მონაცემებად ჩაითვალოს, ედარება შენს გალერეაში არსებულ ფოტოებს, რათა პროგრამამ ამოიცნოს შენი ფოტოები და ლოკალურად შეინახოს ისინი შენს მოწყობილობაზე, რათა მომავალში ხელახალი სკანირება უფრო სწრაფად შესრულდეს. შენი სახის რეფერენსი წაიშლება Tinder-დან გასვლისას და მისი გადატვირთვა და წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია:
- პარამეტრებზე გადასვლა.
- სქროლვა და ფოტოს შემოთავაზებების პოვნა.
- შეეხე „სახის შენახულ რეფერენსს“ და აირჩიე „სახის რეფერენსის გადატვირთვა“.
ეს ნაბიჯი არასავალდებულოა და სელფის გადაღება არ გჭირდება. თუ ამ ნაბიჯის გამოტოვებას აირჩევ, შენს გალერეას ფოტოს ინსაითების შესაქმნელად მაინც დავასკანირებთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში ფოტოს შემოთავაზებებსა და კოლაჟებში შესაძლოა არ გამოჩნდე.
შეზღუდვები
ფოტოს ინსაითების, შემოთავაზებებისა და კოლაჟების შესაქმნელად გამოყენებული ტექნოლოგია შექმნილია იმისთვის, რომ ის სასარგებლო იყოს და გამორიცხოს ფოტოები ან ინსაითები, რომლებიც შესაძლოა არღვევდეს გამოყენების ჩვენს პირობებს ან გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის, თუმცა ეს ტექნოლოგია 100%-ით ზუსტი არაა. შესაძლოა მან ზოგჯერ შემოგთავაზოს ფოტოები, რომლებიც არ შეესაბამება შენს რჩეულ პარამეტრებს ან შესაძლოა არასწორად წარმოაჩინოს ცხოვრების წესის თემა. გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქცია განკუთვნილია შენს დასახმარებლად, საბოლოო ჯამში შენ ხარ პასუხისმგებელი შენს პროფილზე დასამატებელ ფოტოებსა და ინფორმაციაზე; დარწმუნდი, რომ ისინი შეესაბამება გამოყენების ჩვენს პირობებს, გაიდლაინებს მომხმარებლებისთვის და ადგილობრივ კანონმდებლობას.
ასევე გაითვალისწინე:
- შესაბამისობა: თუ საკმარისი ფოტოები არ გაქვს, ფოტოს ინსაითები და ფოტოს შემოთავაზებები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი. თუკი გალერეის სკანირება გააქტიურებული გაქვს, მაგრამ საკმარისი ფოტოები არ გაგაჩნია, შენს გალერეას პერიოდულად შევამოწმებთ, რათა ვნახოთ, ფუნქციის გამოსაყენებლად გაქვს თუ არა საკმარისი ახალი ფოტო. თუ რეგისტრაციის დროს პროფილის პარამეტრებს აყენებ და საკმარისი ფოტოები არ გაქვს, პროფილის გამართვას ხელით შეძლებ.
- სკანირების უწყვეტობა: შეწყვეტის შემთხვევაში, სკანირება განახლდება შემდეგ ჯერზე, როცა აპში შემოხვალ.
- ხელახლა დასკანირება: თუ შენი გალერეის ხელახლა დასკანირებას აირჩევ, ფოტოს ძველი ინსაითები (თუკი შენახულია) ჩანაცვლდება ბოლო სკანირებიდან მიღებული ახალი ინსაითებით.
სენსიტიური საკითხები
ზოგჯერ შენს ფოტოებში იდენტიფიცირებული მახასიათებლების მიხედვით ფოტოს ინსაითებსა და შემოთავაზებებში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი თემები, რომლებიც კულტურას, რელიგიას, პოლიტიკას, ცხოვრების სტილსა თუ სხვა, პოტენციურად მგრძნობიარე საკითხს ეხება. ეს მონაცემები შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს შენს შეხედულებებსა თუ იდენტობას. ყოველთვის გექნება შესაძლებლობა, რომ შენი ფოტოს ინსაითები ნებისმიერ დროს წაშალო ინსაითების ჰაბიდან (თუკი ფოტოს რომელიმე ინსაითს შევინახავთ) ან პროფილის რედაქტირების პარამეტრებიდან ნებისმიერ დროს წაშალო პროფილზე დამატებული ნებისმიერი შემოთავაზებული ფოტო, ბიოგრაფია ან ინტერესი.
თანხმობის გაუქმება ან შენი მონაცემების წაშლა
ფოტოს შენს ინსაითებსა და ყველაფერს, რაც შენს პროფილზე ჩანს, შენ აკონტროლებ. შეგიძლია გალერეის სკანირებაზე უარის თქმა.
- ინსაითების ჰაბი: შეგიძლია ნებისმიერ დროს მართო და წაშალო შენი ფოტოს ინსაითები ინსაითების ჰაბიდან. ანალიტიკის წასაშლელად დაასვაიპე იმ ინსაითზე, რომლის წაშლაც გსურს. შენიშვნა: ინსაითების ჰაბი მიუწვდომელია იმ ბაზრებზე, რომლებზეც ფოტოს ინსაითები არ ინახება.
- შემოთავაზებული ფოტოები და კოლაჟები: შენს პროფილს დაემატება მხოლოდ ის რეკომენდებული ფოტოები და კოლაჟები, რომლებსაც თავად აირჩევ. შემოთავაზებული ფოტოების წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია შენი პროფილის რედაქტირების პარამეტრებში, კოლაჟების წაშლა კი — ინსაითების ჰაბიდან.
- გალერიის ნებართვები: შეგიძლია ნებისმიერ დროს შეცვალო ან გააუქმო გალერეაზე წვდომა შენი მოწყობილობის სისტემის პარამეტრებიდან.
- რეგისტრაციის დროს: შეგიძლია მთლიანად გამოტოვო გალერეის სკანირება ან არ გამოიყენო შემოთავაზებული ფოტოები, ბიოგრაფიისა და მინიშნებების თემები, ინტერესები ან პროფილის სხვა შემოთავაზებები.
- რეგისტრაციის შემდეგ: შენი პროფილის რედაქტირების პარამეტრებში შეგიძლია ნებისმიერ დროს წაშალო შემოთავაზებული ფოტოები, ინტერესები, ბიოგრაფია ან მინიშნება.
მეტი დახმარება
თუ მეტი დახმარება გჭირდება, დაგვიკავშირდი და მოგვაწოდე დამატებითი დეტალები, ჩვენ კი სიამოვნებით დაგეხმარებით.
ეწვიე ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას და გაიგე მეტი კონფიდენციალურობის ჩვენს პრაქტიკასა და შენს უფლებებზე. ასევე შეგიძლია გაიგო, როგორ მოითხოვო შენი მონაცემების ასლი.